
“კუბო (ჩასასვენებელი) ტრადიციული, წიფელის, სტანდარტული ზომის, გამოკურული სარჩულით, სუდარით”… გლდანის მუნიციპალიტეტი 70 კუბოს შესაძენად ტენდერს აცხადებს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 500 ლარია. მომწოდებელმა მუნიციპალიტეტს კუბოები ხელშეკრულების გაფორმებიდან – ეტაპობრივად მოთხოვნისთანავე – 2014 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტი კუბოებს გლდანის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და გაჭირვებული გარდაცვლილი მოქალაქეებისთვის ყიდულობს.