Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ ალანია: ჩემი არჩევანია მურუსიძე, ადამიანი, ვინც დამოუკიდებელ სასამართლოს ხედავს

25 დეკემბერი, 2015 16:43

„საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მიიღება დამოუკიდებლად", - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი თამარ ალანია. 

ალანიას შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკური შეხედულებებისგან აბსოლუტურად თავისუფალია. 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება მოსამართლე და არამოსამართლე წევრებისგან. თითოეული ჩვენგანი უნდა აცნობიერებდეს, რომ საზოგადოებისგან არსებობს ემოციური განწყობები, მაგრამ მოსამართლე ემოციისგან თავისუფალი უნდა იყოს და მიიღოს გადაწყვეტილება კანონზე დაყრდნობით. მოსამართლეების შერჩევაც ეფუძნება ორგანულ კანონს „საერთო სასამართლოების შესახებ". თუ რა მოლოდინი არსებობდა, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ. ვინ მიიღო გადაწყვეტილება მურუსიძის დანიშვნასთან ან არდანიშვნასთან დაკავშირებით, ამასაც ვერ მოგახსენებთ. ფაქტია, რომ 10 ხმა მიიღო. არამოსამართლე წევრებისგანაც მიიღო მხარდაჭერა. თუ რას ეფუძნება ეს, საზოგადოებას შეუძლია, ვარაუდები ჰქონდეს, თუმცა ეს ვარაუდები გამყარებული უნდა იყოს კონკრეტულ არგუმენტებზე", - აცხადებს თამარ ალანია, - „როგორც ლევანმა ბრძანა, წევრები, ვინც უმაღლეს საბჭოში არიან, განსაკუთრებით მოსამართლე წევრები, თავისუფლები არიან აბსოლუტურად პარტიული კუთვნილებისგან. არამოსამართლე წევრებს საბჭოში შემოსვლის დღიდან კანონი ავალდებულებს და შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა პარტიასთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ერთი მათგანი რომელიმე პარტიას არ მიეკუთვნებოდა. ბუნებრივია, გადაწყვეტილება მოსამართლის კვალიფიციურობის საფუძველზე.

ჩემი არჩევანი არის მურუსიძე, ადამიანი, რომელიც ხედავს დამოუკიდებელ სასამართლოს. სასამართლო, რომელიც იყო 2012 წლამდე, არის გაცილებით სხვანაირი დღეს. არის ბევრად დამოუკიდებელი და, შესაბამისად, მას მერე, რაც ლევანი გახდა მდივანი, ნდობისა და დამოუკიდებლობსი ხარისხმა აიწია", - აცხადებს თამარ ალანია. 

მურუსიძის კანდიდატურას საბჭოში გამართულ კენჭისყრაზე 14 მოქმედი წევრიდან 10-მა დაუჭირა მხარი. 

მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ვადა მომავალი წლის აპრილში ეწურება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლისგან განსხვავებით [რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებს], სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს.  

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე კენჭისყრის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^