Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თოფაძე: ივანიშვილმა ცოტა მისაყვედურა, ნორმალურ ფარგლებში

05 თებერვალი, 2016 12:59

„გუშინ ჩემი გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ცოტა მისაყვედურა, ნორმალურ ფარგლებში“, - „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე აცხადებს, რომ მას პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტის მისამართით განცხადება ყოფილი პრემიერის გულის მოსაგებად არ გაუკეთებია და ივანიშვილს ეს პირიქით არც ესიამოვნა.

„გუშინვე ველაპარაკე მე ბატონ ბიძინას, ის ცოტა ნაწყენი იყო.  არ უნდა გეთქვა ასე მკვახედო. მაგრამ მე ჩემი ბუნება მაქვს, ყველაფერს ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ და როცა ჩემი ქვეყნის, ჩემი ერის შეფასებას აკეთებს პრეზიდენტი, მე მას ყოველთვის ასე მწვავედ ვუპასუხებ. ეს აბსოლუტურად მისაღებია. ბიძინა ივანიშვილი თუ ვახსენე გამოსვლის დროს, იქ მადლიერების გრძნობაზე იყო ლაპარაკი. მე დღესაც ვამბობ, 100 კანდიდატი რომ ყოფილიყო პრეზიდენტობაზე, ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი 99-ეც ვერ გახდებოდა, იმდენად მოულოდნელი იყო. ეს სწორედ იყო დამსახურება იმ კაცის, ვინც ის პრეზიდენტი გახადა“, - განაცხადა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში..

გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. 

„თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი", - თქვა გოგი თოფაძემ.

მოგვიანებით მრეწველების ლიდერმა განცხადება გაავრცელა, სადაც ბოდიშს იხდიდა.

„არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია  და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი.

აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც ქართველი ერი შეურაცხყო. 

ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ“, - ნათქვამია თოფაძის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^