
ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.
„თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი", - თქვა გოგი თოფაძემ.
„ლიბერალის“ რედაქცია გოგი თოფაძის განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს და ემიჯნება მას.
თოფაძე: ჩვენ რომ უცხოელების რჩევები მივიღეთ, იმიტომ ვართ დღეს ამ დღეში