
თბილისის ფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის გამო აშშ-ს ელჩზე მუქარისთვის ბრალდებული სულხან წულაძის ადვოკატი ხათუნა კეჭაყმაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არაადეკვატურად იხუმრა, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება საკმარისი ზომა იქნებოდა.
როგორც ის „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, დაცვის მხარემ 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიუმრობის შეფარდების შესახებ განჩინება გაასაჩივრეს და სავარაუდოდ ხვალ გახდებდა ცნობილი, დანიშნავს თუ არა სასამართო ზეპირ მოსმენას.
იგი განმარტავს, რომ სასამართლოს ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები უნდა გაეთვალისწინებინა.
„რომ ის არის დასაქმებული, ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი... კანონით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმები არსებობდა, რომ სასამართლოს [წინასწარი პატიმრობა არ გამოეყენებინა]. მაგრამ, პროკურატურამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დასრულებულა და არსებობს მისი მიმალვის საშიშროება. ამ საკითხს ევროპის კონვენცია არეგულირებს და ამბობს, რომ ამ ზომის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც მისი მიმალვის საფრთხე არსებობს“ - ამბობს ადვოკატი.
მისი აშშ-ს საელჩომ ე.წ. ტროლინგი სერიოზულად აღიქვა.
„ეს იყო არაადეკვატური ხუმრობა - ე.წ. ტროლინგი, რომელიც საელჩომ მუქარად აღიქვა. მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნდებიან, რომ ეს არ იყო დასახული გეგმა - ეს იყო Google Maps-იდან გადმოტანილი რუკა, სადაც, პირობითად, აღნიშნული იყო სამიზნე წერტილები და ჰქონდა მინაწერი - „გავანადგუროთ ამერიკის ელჩი“. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოკვლევის შემდეგ სისხლის სამართებრივი დევნა შეწყდება, ეს საგამოძიებო პროცედურაა“ - ამბობს ადვოკატი.
თბილისის ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, მომხმარებელ სულხან წულაძეს პატიმრობა შეუფარდეს.
Forum.ge-ზე მომხმარებლები წერენ, რომ წულაძემ რამდენიმე დღის წინ ფორუმზე „ტროლინგ“ თემა გახსნა აშშ-ის ელჩის შესახებ.
პროკურატურამ საქმეზე გამოძიება 326-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე მუქარას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ წულაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესი 2 ივნისს, 12 საათზეა ჩანიშნული.
წულაძის მეგობრები ინტენრეტში პეტიციას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ წულაძის ქმედების არაეთიკურობას აღიარებენ, თუმცა წინასწარი პატიმრობის გამოყენება მისი მქედების სიმძიმეს არ შეესაბამება.