Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კორძაია: ხვალ დაადგენენ, ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს

27 მაისი, 2016 16:28

„ის, რაც ხდება პარლამენტში, არის უსაქმურობა", - ფრაქცია „რესპუბლიკელების" თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას აფასებს. 

80 დეპუტატის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს. 

„დღეს რაც ხდება პარლამენტში, არის უსაქმურობა, რადგან აბსოლუტურად არასაჭირო კანონზე მსჯელობენ. მით უმეტეს, რომ არ არის მისაღები ის ფორმა, რა ფორმითაც და ტექსტებითაც საუბრობს მომხსნებელი. უბრალოდ, მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტის ინიციატორები ხვალ დაადგენენ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგი შინაარსით ყალიბდება: - ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.

კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში ნათქვამია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად მიიჩნევა, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი (113 დეპუტატი). 

„ზოგ ლიბერალს ინტერპრეტირების საშუალება რომ არ გაუჩნდეს" - მეჭიაური ქორწინების პროექტზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^