Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი „რუსთავი 2-ზე": ვადებთან დაკავშირებით რომ ხარვეზია, ვფიქრობ, აშკარაა

23 ივნისი, 2016 13:50

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით,აშკარაა, რომ სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2-ს" გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი ვადების დარღვევით მიაწოდა.

„ჩემი აზრით, ეს გარკვეული ხარვეზიც არის და მნიშვნელოვანია, სასამართლომ განმარტოს, რატომ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. გვინდა, მოვისმინოთ მეორე მხარის პოზიცია, იმიტომ რომ რეალურად ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ზოგადად, ვადებთან დაკავშირებით რომ ხარვეზია და რეალურად რაღაც დარღვევები ხდება, ეს მემგონი ერთმნიშვნელოვანია”, – განაცხადა ნანუაშვილმა „რუსთავი 2-თან" საუბრისას.

„რუსთავი 2-ის" ადვოკატი თამთა მურადაშვილი განმარტავს, რომ კანონის თანახმად,სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილის მოსამზადებლად არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღე ჰქონდა, მიუხედავად ამისა, მათ დასაბუთება 12 დღეში მოამზადეს.

„გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 10 ივნისს გამოგვიცხადეს, დასაბუთებული ნაწილი კი უნდა ჩაგვებარებინა არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ამ ვადებში თავად ჩვენ უნდა მივსულიყავით სასამართლოში, სასამართლოში მისვლას და ასლის წამოღებას კანონი გვავალდებულებს. მათ კი 12 დღის ვადაში თავად გამოგვიგზავნეს გადაწყვეტილება.

სასამართლოს მინიმუმ 20 დღე უნდა ჰქონდეს, რომ დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ანუ 20 დღემდე არ უნდა მიაკითხო მათ. წარმომადგენლი ვალდებულია, 21-დან 30 დღემდე მიაკითხოს სასამართლოს.  თუ არ მიაკითხავ სასამართლოს, ვადა აითვლება გადაწყვეტილების გამოცხადების შემდებ, 30-ე დღიდან“, - ამბობს მურადაშვილი.

გვარამია: სასამართლომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევით და ვადაზე ადრე გამოგვიგზავნ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^