Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: საგნის გამოცდა სავალდებულო იქნება, მაგრამ არა ერთადერთი მეთოდი ბარიერის გადალახვისთვის

30 აგვისტო, 2016 17:37

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით პროფესიული განვითარების სქემას ახალი კომპონენტები დაემატება, პედაგოგს შესაძლებლობა მიეცემა საგნის გარდა კომპეტენცია მისთვის მისაღები მიმართულებითაც დაადასტუროს. მაგალითად, თუ პედაგოგი მაღალ კვალიფიკაციას უნარებში ავლენს, სხვები კი საკლასო, სოციალურ აქტივობებში, ან გარე და შიდა შეფასებებში არიან წარმატებულები, კომპეტენციის დადასტურება მათ სწორედ ამ კუთხით მიეცემათ.

როგორც  მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სამინისტროში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტა, მისი აზრით საგნის გამოცდა სავალდებულო იქნება, მაგრამ ის არ იქნება ერთადერთი მეთოდი ბარიერის გადალახვისთვის, ანუ საგნის გამოცდა იქნება შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი, მაგრამ მისი შედეგი არ იქნება გადამწყვეტი. მინისტრის თქმით, მასწავლებლებს საგნის გამოცდის ჩაბარების გარდა სხვა ალტერნატივებიც ექნებათ, მაგალითად არჩევითი პედაგოგიკის უნარების გამოცდა.

„საგნობრივი კომპეტენცია მასწავლებლების პროფესიონალიზმის მხოლოდ ერთ-ერთ ასპექტს ასახავს. მასწავლებლები ძალიან განსხვავებულები არიან, ზოგიერთი მათგანი საგნის სწავლების კუთხით არის შეუცვლელი , ზოგი  ძალიან მაგარი აღმზრდელია, ზოგიც ბავშვების მოტივატორი. ამიტომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მასწავლებლებს მეტი ალტერნატივა მივცეთ პროფესიული განვითარებისათვის. აქამდე საუკეთესო აღმზრდელი ფასდებოდა მხოლოდ საგნის გამოცდით და ეს არის უსამართლობა, იმიტომ, რომ ხანდახან აღმზრდელი უფრო გვჭირდება ვიდრე საგნის მცოდნე. მასწავლებელთა საგნის გამოცდა გაიმართება მომავალშიც, ჩვენ არ უნდა წავართვათ ეს ალტერნატივა მასწავლებლებს, რომლებსაც საგნის გამოცდის ჩაბარება სურთ. თუმცა, საბოლოო შედეგის დადგომაში ეს გამოცდა იქნება მხოლოდ ერთი-ერთი კომპონენტი, როგორც ალტერნატივა“,- თქვა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, კონკრეტული ალტერნატივების შესახებ ინფორმაცია მასწავლებლებისთვის  ამ შემოდგომითვე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 13673 მასწავლებელმა/მასწავლებლობის მსურველმა ვერ გადალახა. რაც გამოცდებზე გამოცხადებული მასწავლებლების/მასწავლებლობის მსურველების საერთო რაოდენობის დაახლოებით 80%-ია. „ლიბერალმა“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გუშინ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის თანახმადაც, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 3464 მასწავლებელმა/მასწავლებლობის მსურველმა გადალახა.

„ვფიქრობ, რომ პრობლემა არ გვაქვს, ვფიქრობ, რომ გვაქვს კიდევ ერთი გამოცდის შედეგები. ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომლის დროსაც მისი პრეტენდენტების 80% ბარიერს ვერ გადალახავს, მგონია რომ არ არის კარგი გამოცდა. ეს შედეგები ჩემი აზრით განსაკუთრებით ცუდი არ არის, ამ ციფრებში ბევრი არის ის ხალხი, ვინც იყო მასწავლებლობის მსურველი, და არის ხალხი, ვინც რამდენჯერმე სცადა გამოცდის ჩაბარება და არ გამოდის ამ მიმართულებით შედეგების გაუმჯობესება“,- თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში გამართულ გამოცდებზე სულ 22799 აპლიკანტი დარეგისტრირდა, ამათგან მასწავლებლობის მსურველი 2 800 იყო. გამოცდებზე კი 17137 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა.

           

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^