Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენს მის მიერ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო

22 სექტემბერი, 2016 20:11

სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ილია ჭანტურაიამ სახალხო დამცველის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში დავა მოიგო.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ჭანტურაია ამბობს, მას აპრილში დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილება გამოუცხადეს, ხოლო მოგვიანებით მის მიმართ მეორე დისციპლინური დევნა დაიწყო და ამის საფუძველზე 8 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ჭანტურაიას თქმით, ის სასამართლოში ამ ორი აქტის ბათილად ცნობას მოითხოვდა, ასევე - სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას.

„სასამართლომ დღეს სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა  და ყველა მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ის, რომ თითქოს მე არაჯეროვნად ვასრულებდი ჩემს ვალდებულებებს, ტრენინგებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჭორაობასთან დაკავშირებით, რასაც მაბრალებდნენ. შემდგომ უკვე არასწორი ინფორმაციის გაცემას რომ მედავებოდნენ, ყველა ამ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ ჩემ მიმართ დისციპლინური პასურისმგებლობის ზომები იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ განმარტა შრომის უფლებები, ასევე ის, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ ერთმანეთში კომუნიკაცია იქონიონ და ა.შ.“, - აცხადებს ჭანტურაია.

მისი ინფორმაციით, სასამართლოს აქვს 14-დღიანი ვადა დასაბუთებული ნაწილის მომზადებისთვის. მეორე მხარეს კი გასაჩივრებისთვის დასაბუთებული ნაწილის ჩაბარებიდან 14-დღიანი ვადა აქვს.

„თუ არ გასაჩივრდა, გასაჩივრების ვადის გასვლისთანავე უნდა აღმადგინონ სამსახურში“, - ამბობს ჭანტურაია.

რაც შეეხება დისკრიმინაციას, ჭანტურაია ამბობს, რომ აღნიშნულის დადგენას პრემიის გაუცემლობის ნაწილში მოითხოვდა. მისი თქმით, ეს ნაწილი სასამართლომ სამოქალაქო კოლეგიაში გადაგზავნა.

„საქალაქო სასამართლოს ეს ნაწილი უზენაეს სასამართლოში განსჯადობის გადაწყვეტის მიზნით აქვს გადაგზავნილი, უზენაეს სასამართლოში განიხილება ეს საქმე და უახლოესი პერიოდში ასევე ველოდები ამ მის დაბრუნებას სასამართლოში. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაშიც სასამართლო იქნება ობოექტური და დაადგენს დისკრიმინაციას“, - ამბობს ჭანტურაია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, სასამართლომ საქმეში არსებული მასალების გამოკვლევისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მიიჩნია მოსარჩელეზე დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საფუძვლები არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გადაცდომას, უფლებამოსილების გადამეტებას ან ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

„ასევე სასამართლომ არ გაიზიარა მითითება, რომ მოსარჩელე თავს ვერ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას, ვინაიდან კონკრეტული უნარ-ჩვევების არ ქონა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებას საჯარო მოხელის მიმართ, ვინაიდან ამ საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების წესსა და პირობებს კანონმდებლობა არეგულირებს. საქართველოს სახალხო დამცველმა, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ კონკრეტული საკითხის შესწავლამდე, ამ მონაცემების შემცველი ინფორმაციის სასამართლოში წარდგენა მიიჩნია დარღვევად, რაც სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს უფლებამოსილებათა ინსტიტუციურ აღრევას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ განცხადების ცვლილება არ წარმოადგენს საქმის წარმოების წესის დარღვევას, ვინაიდან მოწმეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ მსგავსი პრაქტიკა სახალხო დამცველის აპარატში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებობდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ქმედება, თუნდაც შეფასებულიყო როგორც გადაცდომა, ეს  არ წარმოადგენდა პროპორციულ ღონისძიებას", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

როგორც „ლიბერალს" სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ჭანტურაია: სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჭორაობის გამო დამსჯიდა

ჭანტურაია მის მოხსნაზე: სასამართლო იტყვის, იყო თუ არა ინფორმაცია უკანონოდ მოპოვებული

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^