
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნებიდან“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში ახალ სახეებთან ერთად მე-8 მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრებიც შედიან. მათ შორის არიან დეპუტატებიც, რომლებიც კანონშემოქმედებით პროცესში არც თუ აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ოქტომბერში მე-8 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დეპუტატთა აქტიურობაა შეფასებული.
ანგარიშის თანახმად, მაგალითად, პარტია „ქართული ოცნებიდან“ ახალ პარლამენტში 4 დეპუტატი შედის, რომელსაც მე-8 მოწვევის პარლამენტში ყოფნისას არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ წარუდგენია. ესენი არიან: რუსლან პოღოსიანი, მახირ დარზიევი, ლერი ხაბელოვი და ვიქტორ ჯაფარიძე. რაც შეეხება გიორგი გაჩეჩილაძეს, პარლამენტში 4 წლის განმავლობაში ყოფნისას მხოლოდ 1 საკანონმდებლო ინიციატია ეკუთვნის.
რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ახალ პარლამენტში პარტიიდან 9 დეპუტატი შევა, რომელსაც 4 წლის განმავლობაში არც რთი საკანონმებლო ინიციატივა არ მოუმზადებია: დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი, კობა ნაყოფია, ირმა ნადირაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, რამაზ ნიკოლაიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ზაზა კედელაშვილი, აზერ სულეიმანოვი. რაც შეეხება გიორგი წერეთელს, მას მხოლოდ 2 საკანონმდებლო ინიციატივა აქვს აქვს მომზადებული.
დეტალური ინფორმაცია დეპუტატების საკანონმდებლო აქტიურობის შესახებ იხილეთ ცხრილში.
ცხრილში ასევე მოცემულია დეპუტატების მიერ საპატიო და არასაპატიო მიზეზებით პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენების მაჩვენებლები.