Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2 გრ ექსტაზის ფლობისთვის ბრალდებული კოტე ჯაფარიძე პრეზიდენტმა შეიწყალა

27 ოქტომბერი, 2016 20:21

კოტე ჯაფარიძე, რომელიც სასჯელს 2 გრ ექსტაზის ფლობისთვის იხდიდა, პრეზიდენტმა დღეს შეიწყალა. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის პატიმრობაში 5 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

30 მაისს 22 წლის კოტე ჯაფარიძეს 2 გრ ექსტაზის (MDMA) შეძენა-შენახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25 000 ლარის ჯარიმა და 5 წელი პირობითი სასჯელი დააკისრა.

„პატიმრობა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ჩემი მომდევნო წლების ცხოვრებაზე, მიზნებზე, რაც დასახული მქონდა ამ პერიოდში. ძალიან დამხევს უკან“, - ამის შესახებ კოტე ჯაფარიძე სასამართლო პროცესამდე 2 საათით ადრე „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ საუბრისას განაცხადა.

„მე ვარ დაჭერილი 2 გრამი ექსტაზის გამო, ეს იმდენად მცირეა, რომ ამის გამო ადამიანის დასჯა არის ადამიანის ჩაგვრა, უსინდისო ჩაგვრა და ტერორი... გამოშვებული ვარ გირაოთი. გადავიხადე 20 000 ლარი. გზის სამშენებლო პროექტში ხარისხის კონტროლის სპეციალისტად ვმუშაობდი, ვგეგმავდი, ეს თანხა ჩემი შრომით, ჩემი ხელფასით გადამეხადა, ახლა კი ყველაფერი უკვე უნდა გადატყდეს ჩემი ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, თუ გირაოს არ გადავიხდიდი, მომიწევდა მინიმუმ 8 წლით ციხეში წასვლა“, - აღნიშნავდა კოტე ჯაფარიძე ვიდეოში.

2 გრ ექსტაზისთვის - 1 წლით პატიმრობა, 25 000 ლარის ჯარიმა და 5 წელი პირობითი სასჯელი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^