Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2-ის" საქმეს 21 ნოემბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს

16 ნოემბერი, 2016 18:05

უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2-ის" საქმეს 21 ნოემბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ მოითხოვდა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ტელეკომპანიის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით წარმართულიყო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს", - ნათქვამია „რუსთავი 2-ის" ინფორმაციაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშისა (60%) და შპს „პანორამას“ (40%) ცნობის შესახებ.

„რუსთავი 2-მა" სააპელაციო სასამართლოში 3 ნოემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის სარჩელი და „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამას“ (40%) ცნო.

„რუსთავი 2" აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას მოითხოვდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2-ის" საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

„რუსთავი 2-ის" საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - სამოტივაციო ნაწილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^