Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხეების ჭრის დარეგულირებისთვის პარლამენტს „მწვანე ალტერნატივამ" და „პარტიზანებმაც“ მიმართა

21 დეკემბერი, 2016 15:05

„მწვანე ალტერნატივამ“ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტს და მოითხოვს, განხორციელდეს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, იმ მიზნით, რომ დარეგულირდეს დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრასა და შესაბამისად, ეკოლოგიასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

„მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობით, კერძო მესაკუთრეს უწევს დაავადებული ხეების მოჭრის უფლების მოპოვება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის მიმართვის გზით და ამასთან, საკომპენსაციო სიმბოლური თანხის გადახდა. ძალზე ხშირად, დაავადებული ხეების ნაცვლად, იჭრება ჯანსაღი ხეები, რის გამოც გამოუსწორებელი ზიანი ადგება გარემოს და ადამიანთა ჯანმრთელობას. მიგვაჩნია, რომ უნდა გამკაცრდეს და საჯარო გახდეს ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემის პროცედურა, ასევე, ხეების მდგომარეობის შეფასების პროცესი. გადაუდებელ შემთხვევაში ხეების მოჭრის აუცილებლობისას, დეტალურად უნდა დასაბუთდეს გადაუდებელი აუცილებლობა და მოხდეს დანაკარგის სრული კომპენსაცია (მათ შორის, ფულადი, სანაცვლო ხეების დარგვა-მოვლის და სხვა სახით). ხეების მოჭრაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა წარიმართოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ამგვარი შესაძლებლობის გაჩენა ხელს შეუწყობს ბიზნესის სტიმულირებას და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული ასევე მნიშვნელოვნად დაეხმარება ქალაქის შესაბამის ორგანოებს თავისი ფუნქციის ჯეროვნად შესრულებაში, რაც საბოლოო ჯამში მუნიციპალურ ხარჯს დაზოგავს.

ამასთან, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი ქალაქის ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში ჯანსაღი ხეების მოჭრის მიმართ. მოგეხსენებათ, თბილისში პარკების, ბაღებისა და გამწვანების საერთო ფართობი ძალზე მცირეა განაშენიანებული რაიონებისა და ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით. ქალაქში, სადაც 0.5 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, გამწვანებული ადგილი ერთ მოსახლეზე 15 კვ.მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თბილისის შემთხვევაში, აღნიშნული მაჩვენებელი 13 კვ.მ-ს (1983წ.) არასოდეს აღემატებოდა, 2001 წელს კი, ბევრად ნაკლები იყო და ერთ მოსახლეზე 5.6 კვ.მ-ს შეადგენდა. განახლებული მონაცემები დღეს არ არსებობს, თუმცა მწვანე საფარის შემცირების ტენდენცია თვალსაჩინოა და ძალზე შემაშფოთებელია თბილისის ყოველი მაცხოვრებლისა და სტუმრისთვის. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული და დაჩქარებული წესით განახორციელოთ შესაბამისი ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში, რათა დადგენილ იქნეს მკაფიო რეგულაციები და განისაზღვროს ამ მიზნით შესაბამისი უფლებამოსილი პირების უფლება-მოვალეობები. 

გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, ისევე როგორც ეს მოხდა სს „m2 უძრავი ქონებას“ შემთხვევაში (კანონპროექტი #2180/9)", - ნათქვამია წერილში.

პარლამენტმა ხეების ჭრასთან დაკავშირებულ წინადადებას მსვლელობა მისცა​

„m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ის დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების მოჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული რიგი საკითხების დარგულირებას მოითხოვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიე ...

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინს ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მო ...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  ამირან გამყრელიძე &n ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

არხანგელსკის ბირთვული ინციდენტი

8 აგვისტოს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, არხანგელსკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგებ ...
^