Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თეთრი ხმაურის" აქციაზე დაკავებულებს შსს-მ სხვა მუხლიც დაუმატა

26 დეკემბერი, 2016 14:57

10 დეკემბერს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაკავებულ შოთა ხინჩასა და მირიან მალაყმაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევასაც ედავება, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

შოთა ხინჩა და მირიან მალაყმაძე 10 დეკემბერს, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას მათი ადვოკატი, EMC-ის იურისტი ანი ნასრაშვილი ამბობს, დღეს ისინი შსს-ში იყვნენ დაბარებულები,  173-ე მუხლის დარღვევაზე განმარტებების მისაცემად, როდესაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ წინააღმდეგ 174-ე პრიმა მუხლით სამართალდარღვევის ოქმიც შეადგინა.

„როდესაც მივედით შსს-ში და ფაქტობრივ გარემოებებზე ახსნა-განმარტების მიცემა დავიწყეთ, მათი ყურადღება უფრო მახვილდებოდა აქციის ორგანიზატორის მიერ მოწოდებებზე, რომ აქციის მონაწილეებს დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი.  ამაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს მათი საქმის ფარგლებში განსახილველი საკითხი არ იყო. და ძალიან ზოგადი განმარტებები გავაკეთეთ. ამის შემდეგ მათ გვითხრეს, რომ ახალი სამართალდარღვევის თაობაზე ადგენენ ოქმს, კერძოდ გზის უკანონი გადაკეტვასთან დაკავშირებით. შეადგინეს ოქმი ამის თაობაზე, ამის შემდეგ დავტოვეთ შენობა“, - ამბობს ნასრაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, უწყებაში ახსნა-განმარტების მისაცემად ასევე დაბარებულია პაატა საბელაშვილი, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტი.

„პაატაც დაბარებულია, შევხდით შსს შესასვლელში. ადვოკატთან ერთად არის. ამ ეტაპზე ისიც ახსნა-განმარტებას აძლევს“,- ამბობს ნასრაშვილი.

ვიდეო ► „ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ" - აქცია ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით

„გაბედე დეკრიმინალიზება" - ამ სლოგანით 10 დეკემბერს, „თეთრი ხმაურის მოძრაობამ" რესპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გამართა. 

აქციის მსვლელობისას, მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა, რასაც დაპირისპიდება მოჰყვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^