Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► „ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ" - აქცია ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით

10 დეკემბერი 2016

„გაბედე დეკრიმინალიზება" - ამ სლოგანით დღეს, „თეთრი ხმაურის მოძრაობამ" რესპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გამართა. 

აქციის მსვლელობისას, მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა, რასაც დაპირისპიდება მოჰყვა. 

ამასთან, აქციის მიმდინარეობისას 2 პირიც დააკავეს, მათ ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა ედებათ, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

როგორც „ლიბერალს" EMC-ში უთხრეს, დაკავებულთა შორის არის ორგანიზაციის მკვლევარი შოთა ხინჩა. ასევე, მეორე მოქალაქე, მირიან მალაყმაძე.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიზანია საქართველოში არსებული, მომხმარებლის დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა საკანონმდებლო დონეზე შეიცვალოს ზიანის შემცირებაზე დამყარებული, ჰუმანური ნარკოპოლიტიკით; გაუქმდეს ურინოტესტირება. ასევე, მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების კლასიფიკაცია, განისაზღვროს პირადი მოხმარების დოზების ოდენობები, შეწყდეს მომხმარებლების დევნა, შანტაჟი და დაშინება. დაიცვას მომხმარებელთა უფლებები და იმუშაოს საზოგადოების ინფორმირებაზე წამალდამოკიდებულების და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^