დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა დავით სოლღულაშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც თბილისში დაავადებული ხეების ჭრასთან დაკავშირებით რეგულაციებს ახლებურად აყალიბებს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია გამონაკლისის დადგენა იმისთვის, რომ დასაშვები იყოს კერძო საკუთრებაში არსებული დაავადებული მწვანე ნარგავის ჭრა ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების გარეშე.
„დაავადებული ხე, რომელიც არ ექვემდებარება განკურნებას უნდა მოიჭრას სანიტარული ჭრის ფარგლებში, რაც გულისხმობს მწვანე ნარგავების მოვლით ღონისძიებას, ვინაიდან დაავადებული ხე-მცენარე დაავადების გავრცელების წყაროს წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მიმდებარედ არსებულ ჯანსაღ მწვანე საფარს.
შესაბამისად, სამართლიანი იქნება ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ მესაკუთრეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მწვანე ნარგავის ჭრის ნებართვის მოპოვებით.
ამასთან, კანონპროექტის მიზანია, განისაზღვროს ჭრის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანო და ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მწვანე ნარგავის დაავადების ფაქტის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირი“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით, „თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ საქართველოს კანონს“ ემატება მე-6 პრიმა მუხლი, რომლის შესაბამისად, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესაბამისი ორგანოს მიერ მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავისთვის ჭრის ნებართვის გამცემი ორგანო/სამსახური, ნებართვას გამცემი წესის და პირობები დგინდება თბილისის საკრებულკოს მიერ.
კანონპროექტის ავტორი აღნიშნავს, არსებული რეგულაციებით არ არის გათვალისწინებული დაავადებული მწვანე ნარგავის ჭრის შესაძებლობა გარემოზე ზემოქმედების საკომპესაციო ღონისძიებების გარეშე, რაც თავის მხრივ წარმოადგენს დამატებით ტვირთს კერძო მესაკუთრის მდგომარეობისთვის. აღნიშნული აფერხებს თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გადამდები დაავადებების დროულ პრევენციას და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას. რაც საფრთხეს უქმნის მწვანე საფარს.
„ამასთან ზემოაღნიშნული კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, მწვანე ნარგავის დაავადების ფაქტის დადასტურების უფლებამოსულება გააჩნია „შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს“. ვინაიდან კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ცნება და ამგვარი უფლებამოსილების მქონე სუბიექტი, აუცილებელია განისაზღვროს კრიტერიულები, როელთა არსებობაც პირს აღჭურავს მწვანე ნარგავის დაავადებისა და მისი მოჭრის აუცილებლობის ფაქტს დადასტურების ფუნქციით.
საკანონმდებლო ცვლილების ინიცირები ერთ-ერთ მიზეზსასევე წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო აქტით არ არის განსაზღვრული მწვანე ნარგავის ჭრის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანო“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი პარლამენტში 22 დეკემბერს დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პარლამენტის კომიტეტებმა მსვლელობა მისცა m2-ის საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც დაავადებული ხეების ჭრაზე კერძო მესაკუთრეს საკომპენსაციო გადასახადიდან გაათავისუფლებდა. კომიტეტზე აღნიშნა,„m2-ის წინადადების კანონპროექტის სახით წარდგენაზე გარემოს დაცვის კომიტეტი იმუშავებს. როგორც „ლიბერალთან" საუბრისას გარემოს დაცვის კომიტეტის აპარატში განმარტავენ, დავით სონღულაშვილის კანონპროექტი მათგან დამოუკიდებლად მომზადდა.