Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზედამხედველობის დეპარტამენტი: მურა დათვის ბელების გაყიდვაზე განცხადება ხუმრობა აღმოჩნდა

28 დეკემბერი, 2016 11:49

წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვის ბელების გაყიდვის შესახებ „მაიმარკეტზე“ განთავსებული განცხადება ცრუ განგაში აღმოჩნდა - ამის შესახებ „ლიბერალს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა, მაია ჩხობაძემ უთხრა.

მისი თქმით, განცხადების ავტორები 21 წლის ასაკის მამაკაცები აღმოჩნდნენ, რომლებმაც  საკონტაქტო ინფორმაციაში გოგონას ნომერი მიუთითეს, რომელსაც ეხუმრებოდნენ.

„გოგონამ გვითხრა, რომ ეს ბიჭი ეხუმრებოდა. ასე დებს ჩემს ნომრებსო. განმთავსებელს დავურეკეთ და ვუთხარით, რომ ბელების ნახვა და ყიდვა გვინდოდა. შევხვდით, წერილობითი ახსნა-განმარტება მოგვცა და განცხადება მაშინვე აიღო. ცრუ განგაში აღმოჩნდა“ - უთხრა „ლიბერალს“ ჩხობაძემ.

„მაიმარკეტზე“ განთავსებული განცხადების თანახმად, მოქალაქე ონლაინმაღაზიაში წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის ბელებს ყიდდა.

„იყიდება 3 დათვის ბელი, ყველანაირი აცრები გაკეთებული აქვთ, 4 თვის არიან ჯერ, ვყიდი სიმბოლურ ფასად. ქალაქის პირობებში ვისაც სურს რომ იყოლიოს, ტყუილად არ დარეკოთ", - ეწერა ონლაინმაღაზიის ვებგვერდზე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85 ტერცია მუხლით, „წითელ ნუსხაში" შეტანილი ცხოველთა ყიდვა-გაყიდვა ან მათი დატყვევება იწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე და მოპოვებული ცხოველების კონფისკაციას.

საქართველოს მთავრობის #190-ე დადგენილებით, მურა დათვი „წითელ ნუსხაშია" შეყვანილი. 

მოქალაქე ონლაინმაღაზიაში წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის ბელებს ყიდის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^