Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რესპუბლიკელები" „გაზპრომთან" შეთანხმებას სუვერენიტეტის გასხვისების დასაწყისად აფასებენ

18 იანვარი, 2017 15:30

„რესპუბლიკური პარტია" გაზის ტრანზიტის შესახებ რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებას „ქვეყნის სუვერენიტეტის გასხვისების დასაწყისად" აფასებს. 

პარტიის წევრის, თამარ კორძაიას თქმით, არავინ იცის, როდის გაზრდის რუსეთი გაზის საფასურს. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ყველა ბერკეტის გადაცემას და საქართველოს პოლიტიკური ფასის დაკნინებას ნიშნავს. კორძაიას თქმით, „გაზპრომის თემა" წითელი ხაზია, რითაც ხელისუფლება ადასტურებს, რომ მას რუსული ინტერესები ამოძრავებს და რუსეთთან ურთიერთობის დათბობა სურს. 

„არავინ გვიხსნის, რატომ არ შეეძლო რუსეთს სომხეთისთვის გაზის ალტერნატიული გზებით მიწოდება, ასევე საერთოდ თუ ვაწარმოებთ ირანთან გაზის მოწოდებაზე მოლაპარაკებებს" - თქვა კორძაიამ. 

გაზის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულებას, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო „გაზპრომთან" გააფორმებს, არ გაასაჯაროებს, რადგან იგი მთლიანად კომერციული საიდუმლოება იქნება. ამის შესახებ „ლიბერალს" ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს.

სამინისტრო: „გაზპრომთან" ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა და არ გასაჯაროვდება

„გაზპრომთან" ხელშეკრულების ხელმოწერით დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი... რასაც, შესაძლოა, სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები მოჰყვეს - პრეზიდენტის პრესსპიკერ ეკა მიშველაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილის აზრით, „გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმებით ქვეყნის ენერგოსექტორის მდგომარეობა გაუარესდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^