Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამიშვილი: სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კითხვები არ დასმულა

13 მარტი, 2017 16:23

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხესთან განაცხადა, რომ დეკანოზის დაკითხვა 4 საათი განმავლობაში გრძელდებოდა და ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დაუსვეს, დეკანოზმა პასუხი გასცა. 

შეკითხვაზე, დაისვა კითხვები თუ არა სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით და ფუგურირებდა თუ არა ის საქმეში, რამიშვილი პასუხობს:

„საქმეში სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კითხვები არ დასმულა. ოხანაშვილი მხოლოდ მაშინ დაკითხეს, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა გერმანიიდან“,- განაცხადა რამიშვილმა. 

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, სოსო ოხანაშვილი ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია. ამის შესახებ ადვოკატმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ყველას დაკითხვაზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ის პირი, ვისთანაც მამა გიორგის ახლო ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა, გამოძიებამ უკვე დაკითხა. დაცვის უფროსი მყავს მხედველობაში. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არის სოსო ოხანაშვილი. ის ტელევიზიითაც საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შესაძლოა დააკავონ“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

საპატრიარქოს იურისტი: ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი არის სოსო ოხანაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^