
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, მოგიწევთ არჩევანის გაკეთება - გქონდეთ კერძო დაზღვევა თუ ისარგებლოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კონკრეტული პაკეტით.
ამ კატეგორიაში შესულ მოქალაქეებს არ ექნებათ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით სარგებლობის პრივილეგია.
იმ შემთხვევაში, თუ ამ კატეგორიის მოქალაქე გადაწყვეტს, რომ არ ჰქონდეს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან შემდეგი სახის მომსახურებას მიიღებს:
გადაუდებელი სტაციონარი 100%-ის ნაცვლად დაუფინანსდება 90%-ით. გეგმური სტაციონარი კი დაუფინანსდებათ მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის ხარჯი 1000 ლარზე მეტი იქნება. >1000 ლარზე დაფინანსდება 70%-ით.
საშუალო შემოსავლების კატეგორიაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა, სამინისტროს ცნობით, 300 000-ია.