Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არა m2-ს! გორა ჩვენია“ - აქცია უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან

25 მარტი, 2017 16:36

„არცერთი ჩვენგანი არ დათმობს ამ ტერიტორიას!  აქ გაიზარდნენ თაობები, აქ იზრდებიან ჩვენი შვილები, ეს არის ადგილი საიდანაც კვარტლებს და არამარტო, სრულიად ქალაქს ჰაერი მიეწოდება და ვენტილირდება ვერეს ხეობიდან“,- უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან , "გორაზე" საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ამ ტერიტორიისთვის რეკრექციული ზონის სტატუსის მოხსნა და სამშენებლო კომპანია m2-ის მიერ ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა გააპრპტესტეს.

„ეკოლოგიური მდგომარეობა დამძიმებულია, ქუჩების გამავლობა ძალზედ შეზღუდული, დამატებითი 400 მანქანა გამოიწვევს ამ ტერიტორიის სრულ პარალიზებას და ჩვენს ყოფას მუდმივ გამონაბოლქვში. აქ არის გერმანელ ტყვეთა სასაფლაო, რომელსაც აოხრება ელის. არ გვჭრდება "დეველოპერის" მიერ მოწყობილი არც საბავშო ბაღი და არც დამადლებული სკვერი, ჩვენ გვჭრდება "გორა" ისეთი როგორიც არის, ჩვენ თავად გავამწვანებთ მას კიდევ უფრო უკეთესად, 20 სართულიანი კორპუსების გარეშე“.

სამშენებლო კომპანია m2 ქავთარაძის ქუჩასა და  უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის გეგმავს 4 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას. ტერიტორია, რომელზეც m2-ის კორპუსები უნდა აშენდეს, სარეკრეაციო ზონა 1-ია. სარეკრეაციო ზონა 1-ში კი, კანონით, ნებისმიერი მშენებლობა დაუშვებელია, თუმცა თბილისის მერიამ ფუნქციური ზონის შეცვლაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ არსებული პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა შეთანხმდა თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ, 2008 წლის 16 ივნისს (01/783 ბრძანება).

არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციაში  აღნიშნულია, რომ 2015 წელს მოითხოვეს შეთანხმებული  განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილება. ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხი განხილული იყო  საბჭოს 2017 წლის 20 თებერვლის სხდომაზე და მიეცა მას დადებითი რეკომენდაცია.

m2-ის კორპუსები და მერიის დადებითი რეკომენდაცია სარეკრეაციო ზონის ცვლილებაზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^