Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"დაუნის სინდრომის ასოციაცია“ მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებზე განცხადებას ავრცელებს

06 აპრილი, 2017 19:05

„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ ეხმაურება სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და რეკომენდაციას, ჯანდაცვის მინისტრის სახელზე, სადაც ის საუბრობს მინდობით აღზრდის მომსახურებაში მყოფი ბავშვების მიმართ რიგი დარღვევების შესახებ. 

ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"არსებული  ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბერში თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ჩაირიცხა მინდობით აღზრდის სერვისიდან გამოსული 5 წლის გოგონა. ბავშვი არის დაუნის სინდრომის მქონე. მას აღენიშნება ფიზიკური და გონებრივი განვითარების მკვეთრი ჩამორჩენა. ვერ დადის, ვერ ჯდება. მისი წონა შეადგენს 6 კგ–ს. შეტყობინების თანახმად, აღსაზრდელი ლ. ბ.-ს მიმღებ ოჯახში კიდევ 5 ბავშვი იმყოფება, რომელთაგან უფროსი 8 წლის არის, ყველაზე პატარა კი - 2 წლის. მომსახურების მიმღები ყველა ბავშვი დაუნის სინდრომის მქონეა. აღსანიშნავია, რომ ამ ბავშვებიდან მხოლოდ სამს აქვს შშმ პირის სტატუსი.

ომბუდსმენი თავის რეკომენდაციაში დეტალურად საუბრობს იმაზე, თუ რა პირობებში იმყოფებიან ბავშვები და როგორი უნდა იყოს გარემო, როდესაც სახეზეა დამატებითი  მხარდაჭერის აუცილებლობა. ბავშვები არ ყოფილან ჩართულნი ადრეული განვითარების პროგრამაში და შესაბამისად, არ აქვთ განვითარებული საბაზისო და ფუნქციური უნარ-ჩვევები, მსხვილი და ნატიფი მოტორიკა, რთულად ამყარებენ კომუნიკაციას, ვერ მეტყველებენ და უჭირთ გადააგილება. აღასანიშნავია ისიც, რომ არ მომხდარა შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის.

აღნიშნული საქმიდან გამომდინარე, იკვეთება რიგი სისტემური დარღვევები და  პრობლემები:

  • ერთ მიმღებ ოჯახში განთავსებულია 6 დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი;
  • ტარდებოდა მონიტორინგი და დარღვევები ვერ აღმოაჩინეს;
  • 6 ბავშვიდან შშმ პირის სტატუსი მხოლოდ 3 აქვს, მაშინ როდესაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს დაბადებიდან უდგას დამატებითი მხარდაჭერის აუცილებლობა. სტატუსის მინიჭების გარეშე ბავშვის მიმღებ ოჯახში განთავსებით, უგულვებელყოფილია მისი საჭიროებები (დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები 3 წლამდე და ხშირად უფრო გვიანაც ვერ იღებენ შშმ პირის სტატუსს);
  • ერთ მიმღებ ოჯახში  6 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის ჩარიცხვა გამორიცხავს მათზე სათანადო ზრუნვის, აღზრდისა და განვითარების ხელშეწყობის ხარისხს;
  • სახლმწიფო მეურვეობისა და ზრუნვის სისტემაში მყოფ ბავშვებს არ აქვთ სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა;
  • სახელმწიფო მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში მყოფ ბავშვს, რომელსაც ესაჭიროება განვითარებაში მხარდაჭერა, არაა ჩართული სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ და არსებულ მომსახურებებში, ადრეული განვითარების პროგრამა, აბილიტაცია - რეაბილიტაციის სერვისებში;
  • სოციალური მუშაკის ინსტიტუტი ვერ ახორციელებს საზედამხედველო სამუშაოს ჯეროვნად (აღნიშნული საქმის პერიოდული მონიტორინგის დროს ვერ გამოვლინდა დარღვევები);
  • ბავშვზე ზრუნვის სიტემაში მწვავედ დგას მიმღები ოჯახების მოძიების, მათი სწორად შერჩევისა და ბავშვების  შესაბამისად განთავსების საკითხი. შედეგად, კი ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც ბავშვების სათანადო ზრდა-განვითარებასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!
  • ყოველივე ზემოთქმულიდან ჩანს, რომ სისტემა არ, ან  ვერ ზრუნავს ბავშვზე  მისი საუკეთესო ინტერესების  შესაბამისად.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას , დეტალურად შეისწავლოს და გამოიძიოს ეს საქმე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოვუწოდებთ გადახედოს ბავშვზე ზრუნვის სისტემას და მონიტორინგის მექანიზმს, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა დაცული იყოს ყველა ბავშვის უფლება.

შეიმუშავოს ბავშვთა მიტოვების პრევენციის მექანიზმები და შექმნას ოჯახების გაძლიერების მომსახურებები.

გადასახედია შშმ პირის სტატუსის მინიჭების წესი, როდესაც დაბადებიდან სახეზეა ბავშვის მდგომარეობა და დამატებითი საჭიროებები, დროულად უნდა მოხდეს სისტემის მიერ ბავშვის იდენტიფიცირება და საჭირო ზომების მიღება.

განისაზღვროს ერთ მიმღებ ოჯახში რამდენი შშმ ბავშვის განთავსება არის მიზანშეწონილი და დაიგეგმოს ბავშვის განვითარებაზე ზრუნვის სტრატეგია.

დაუყოვნებლივ დაიგეგმოს პოლიტიკა 18 წლის ზემოთ, მიმღები ოჯახიდან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბენეფიციარების შემდგომი ცხოვრების ეტაპები (დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, საოჯახო ტიპის მომსახურება, დასაქმება).

ჩვენი ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ მიმღები ოჯახების ინსტიტუტი არის ერთადერთი უალტერნატივო გზა, ბავშვზე ზრუნვისა და კეთილდღეობის საქმეში და სწორედ ამიტომ გვსურს, სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. მზად ვართ ვითანამშრომლოთ სახელმწიფოსთან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით", წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამავე თემაზე: ომბუდსმენი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას ერთ-ერთ მიმღებ ოჯახში 5 შშმ ბავშვის ინტერესები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^