Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიპაშვილი: სვანები მკვიდრი მოსახლეები არიან, მათი თანხმობის გარეშე ჰესის აშენება დაუშვებელია

26 აპრილი, 2017 15:13

„იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ხორციელდება მკვიდრი მოსახლეობის ტერიტორიაზე, პროექტის შესრულებამდე კომპანიას სჭირდება მოსახლეობის წინასწარი თანხმობა. შემდგომ კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სჭირდებათ სპეციფიკური შესწავლა, კვლევა და განხილვა პროექტის განხორციელება - არ განხორციელებასთან დაკავშირებით“, - „ლიბერალთან“ საუბრისას „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ არ სურს კომპანიას, სვანები „აღიაროს“ როგორც „მკვიდრი მოსახლეობა“.

ნენსკრაჰესის პროექტის დამატებითი სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სვანები არიან ქართული ეთნოსის შემადგენელი ნაწილი, ისინი მთლიანად ინტეგრირებულნი არიან თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში და არ განიხილებიან როგორც ეთნიკური უმცირესობა. მიუხედავად იმისა, რომ სვანები გარკვეული ხარისხით ავლენენ „მკვიდრი მოსახლეობის“ ცალკეულ მახასიათებლებს, მთლიანობაში ზემოქმედების ქვეშ მოქცეული თემები არ აკმაყოფილებენ სრულად საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დეფინიციასმკვიდრი მოსახლეობისშესახებ და შესაბამისად, კრედიტორებისმკვიდრი მოსახლეობისპოლიტიკა არ ამოქმედდება.

ჭიპაშვილი ამბობს, რომ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“  და ასევე ყველა სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს თავის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკაში აქვთ „მკვიდრი მოსახლეობის“ (Indigenous People“) პოლიტიკა.

„სვანების მკვიდრი მოსახლეობის საკითხი ჩვენ დავაყენეთ ბანკის წინაშე და მოვითხოვეთ, შეესწავლათ, რადგან მივიჩნევთ, რომ სვანები არიან მკვიდრი მოსახლეობა. იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებიც ამავე ანგარიშშია ჩამოთვლილი. დამატებითი კვლევები რომ გამოქვეყნდა, წერია, რომ სვანები არ მიიჩნევიან მკვიდრ მოსახლეობად, რადგან თითქოს 5-დან 2 კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ. ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ თითქოს სვანების ტრადიციები, თუნდაც დავის გადაწყვეტის, ისეთივე ტრადიციებია, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში. რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, იმიტომ, რომ დავის გადაწყვეტის სვანური ტრადიციული მეთოდები აბსოლუტურად განსხვავდება და ეს იცის ყველამ. ის რადიკალურად განსხვავდება საქართველოს სხვა რეგიონებისგან. შესაბამისად, ამ კომპონენტის გამო, თურმე სვანები არ არიან მკვიდრი მოსახლეები, რაც არის გასაპროტესტებელი. ზუსტადაც, რომ სვანები არიან მკვიდრი მოსახლეობა და მათი თანხმობის გარეშე, ამ პროექტის განხორციელება დაუშვებელია“, - ამბობს დათო ჭიპაშვილი.

ჭიპაშვილი ამბობს, რომ ისთითქოს სვანები გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, თითიდან გამოწოვილია და ამის მიზანია, როგორმე კომანიამ თავიდან აირიდოს, რომ ისინი მკვიდრ მოსახლეობად აღიაროს და არ დასჭირდეთ მთელი რიგი პროცედურების გავლა.

„სწორედ ეს იწვევს სვანების და არამარტო სვანების აღშფოთებას ნენსკრაჰესთან მიმართებით. ცოცხალი თავით არ უნდა არც ჩვენ მთავრობას და, შესაბამისად, არც კომპანიას, რომ სვანები აღიარონ მკვიდრ მოსახლეობად, რაც სრულიად დაუშვებელია, რადგან ისინი სრულიად აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაც განსაზღვრულია გაეროს შესაბამისი კონვენციებით“, - ამბობს ჭიპაშვილი.

მისი თქმით, მკვიდრი მოსახლეობა შეფასდა არასწორად, საკუთარი ინტერპრეტაციით.

„მცდარი ინფორმაციაა მიწოდებული. როგორ შეიძლება  კარგად შესწავლის შემთხვევაში, თავში აზრად მოუვიდეს ვინმეს  და თქვას, რომ სვანური და მაგ. კახეთში  არსებული ტრადიციები ერთი და იგივეა. საუბარია, რომ, თურმე უხუცესები წყვეტენ საკითხებს. დავების გადაწყვეტის საკითხი სვანეთში აბსოლუტურად სხვაგვარად დგას. რაც შეეხება [განათლების მიღების თემას] ეს უკვე იყო ნამდვილი მანიპულაცია; ვინაიდან სვანები სწავლობენ ქართულ სკოლებში, ამიტომ ისინი არ მიიჩნევიან მკვიდრ მოსახლეებად? მაშ რა უნდა ქნან სვანებმა, ან როგორ წარმოუდგენია ეს კომპანიას? რა შუაშია განათლების მიღება მკვიდრი მოსახლეობის სტატუსთან“, – ამბობს დათო ჭიპაშვილი.

შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კრედიტორების მიერ ტერმინი „Indigenous People“ გამოიყენება სპეციფიკური, ტექნიკური აზრით, რაც განსხვავდება მცნება „მკვიდრი მოსახლეობის“ ყოფითი მნიშვნელობისაგან (აბორიგენულობა მხოლოდ ერთ-ერთი პირობაა მრავალ კრიტერიუმთა შორის) და აღნიშნავს იმ სოციალურ და კულტურულ ჯგუფს, რომელიც განცალკევებულია ძირითადი საზოგადოებებისაგან, არ არის ან სუსტად არის მასთან ინტეგრირებული და გამოირჩევა სპეციფიკური ცხოვრების წესით, რაც ხშირად, სოციოეკონომიკური ურთიერთობების არქაულ ფორმებს გულისხმობს.

ანგარიში ნენსკრაჰესზე: სვანები „მკვიდრი მოსახლეობის“ დეფინიციას სრულად არ აკმაყოფილებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების შეკვ ...

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებ ...
23 მაისი
23 მაისი

ქართველ პარლამენტარს არაბთა გაერთიანებულ ...

საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლ ...
23 მაისი
23 მაისი

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყ ...

„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილი უფრო ...
^