Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსანდრე ჯეჯელავა: საატესტატო გამოცდების ბარიერი მომავალში აიწევს

28 მაისი, 2017 12:38

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების ბარიერი მომავალში აიწევს. 


„მომავალში ვაპირებთ ბარიერის აწევას. ანუ გერმანიაში 12 კლასის ატესტატს იღებს მოსწავლეების 30%, ჩვენთან - 80%, ეს თუ ნიშნავს, რომ ჩვენ ყოჩაღები ვართ სამჯერ უფრო, ვიდრე გერმანელები, არ მგონია. საქმე ის არის, რომ 12 კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება არის განსაკუთრებით მოტივირებული და განსაკუთრებით მონდომებული ბავშვებისთვის. თქვენ თუ ნახავთ და ალბათ გინახავთ ამ გამოცდების ამოცანები, დარწმუნდებით, რომ ცოტა მაინც რომ ისწავლოს და ცოტა მაინც რომ მოინდომოს, 12 წელიწადში კი არა და ერთ წელიწადშიც შესაძლებელია ამ ბარიერის დაძლევა. სასიხარულო ისაა, რომ ამ 11 ათასი ადამიანის წინაშე, ჩემი აზრით, არის უფრო მოკლე გზა ღირსეული ცხოვრებისა დასაქმებისკენ, რომელსაც ჰქვია პროფესიული განათლება. შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით მსგავსი შედეგებია, ანუ გაურესება, გაუმჯობესება არ არის“,- განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის განმარტებით, შესაძლოა ბარიერმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც აიწიოს.

„მე ვფიქრობ, რომ საატესტატო გამოცდების ბარიერი და უმაღლესი გამოცდების ბარიერი, როგორც ევროპის ქვეყნებში, გაცილებით მაღალი უნდა იყოს. რეფორმა სისტემას აუცილებლად სჭირდება, მათ შორის იმიტომ, რომ ყველა უმაღლესში არ წავიდეს. ანუ ეს ანგრევს ჩვენს ქვეყანას, უმუშევრობის ქარხანა გვაქვს შექმნილი. ანუ ახლა ეს ბავშვები ჩვენ რომ ბარიერი დავწიოთ, გადალახავდნენ ამ ბარიერს, მერე დაბალბარიერიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებდნენ, მერე ისწავლიდნენ ვითომ უმაღლეს სასწავლებელში, ვითომ უმაღლეს კვალიფიკაციას მიიღებდნენ და მერე იქნებოდნენ უმუშევრები და დაგვაბრალებდნენ თქვენ, მე და დანარჩენებს. ახლა ისინი წავლენ პროფესიულ სასწავლებლებში, შეიძენენ პროფესიას და მერე თუ სწავლის ხასიათზე მოვლენ, უმაღლესშიც ჩაბარებენ და სკოლის ბოლო გამოცდებსაც შეძლებენ, რომ გადალახონ და ბედნიერადაც იცხოვრებენ“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით. საატესტატო გამოცდებზე ზღვარი 11 000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა. მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 24 მაისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა.

NAEC: საატესტატო გამოცდებზე ზღვარი 11 000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^