Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეუფე პეტრე: ესაა ცილისწამება, ესაა გვირგვინი ნეტარებისა და ღმერთმა ღირსეულად მატარებინოს

29 მაისი, 2017 14:50

მეუფე პეტრემ საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებაზე, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის მოკვლის სურვილი ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ ეს არის სერიოზული ცილისწამება. მისი თქმით, მან არა მარტო საპატრიარქოში, არამედ ქვეყანაში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ აიმაღლა ხმა. 

„ეს არის სერიოზული ცილისწამება, ეს არის ძალიან დიდი გვირგვინი ნეტარებისა და ღმერთმა ღირსეულად მატარებინოს ეს გვირგვინი და ეს ჯვარი“, - აღნიშნა მეუფემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 

„არა მარტო „ციანიდის საქმეზე“, არამედ საპატრიარქოში და ქვეყანაში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ ავიმაღლე ხმა და მიმაჩნია, რომ ამით ჩემი ეროვნული, სახელმწიფოებრივი და მღვდელმთავრული ვალი მოვიხადე“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას თქმით, მეუფე პეტრე ცაავა,სავარაუდოდ, აქტიურად იყო ჩართული პატრიარქის მოკვლის მცდელობაში.

„ვასახელებ მეუფე პეტრეს, რომ მას სურვილი ჰქონდა, რომ პატრიარქი მოეკლა. მეუფე პეტრე, სავარაუდოდ, აქტიურად იყო ჩართული პატრიარქის მოკვლის მცდელობაში. რაც შეეხება მის თანამზრახველებს, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ერთ-ერთი ახლა ციხეშია. საუბარია გიორგი მამალაძეზე“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^