Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ შოთა პაკელიანი დაზარალებულად ცნო

27 ივნისი, 2017 14:03

პროკურატურამ შოთა პაკელიანი დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" უწყებაში დაუდასტურეს. 

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტის, პაკელიანის ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, დაზარალებულის სტატუსი მათ მისცემთ წვდომას გამოძიების მასალებზე, რათა უფრო ეფექტიანად დაიცვან  მისი უფლებები გამოძიების ფარგლებში.

„ის ბრალდებები, რასაც ჩვენ ვუყენებთ პოლიციელებს, ამ კადრებითაც დასტურდება. დასტურდება რამდენიმე დანაშაულის ფაქტიც პოლიციელთა მხრიდან. ვგულისხმობ, დოკუმენტის გაყალბებას, მტკიცებულებების ფალსიფიცირებას, კომპიუტერულ მონაცემებში უკანონო შეღწევას და ა.შ.“, - ამბობს მახარაძე „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. 

„ლიბერალს“ წყარომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები მიაწოდა. წყაროს განცხადებით, მასზე ასახულია შოთა პაკელიანის ჩხრეკის, შემდეგ კი მისი გაშიშვლების გარემოებები.

ვიდეოკადრები ► დაკავებულ პაკელიანის გაშიშვლება და ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში

„ლიბერალის“ ვებგვერდზე ვიდეოკადრების გამოქვეყნების შემდეგ, რომელზეც პოლიციის განყოფილებაში შოთა პაკელიანის გაშიშვლებისა და ზეწოლის ამსახველი კადრებია ასახული, ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების უფროსი 22 ივნისს თანამდებობიდან გათავისუფლდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^