Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლებში სექსუალური განათლების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

10 ივლისი, 2017 15:11

სკოლებში სექსუალური განათლების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საზოგადოების წევრებმა, მშობლებმა გადაწყვიტეს, არ დაიხიონ უკან და ყველა შესაძლო ხერხით შეებრძოლონ სკოლებში სექსუალური განათლების შეტანას, სკოლების „გენდერიზაციას''.

„მომავალი თაობის გარყვნა უნდათ სკოლებში, უნდათ, რომ სექსზე ესაუბრონ. კაცი როგორ გახდეს ქალი, ქალი როგორ გახდეს კაცი. რომ გაიზრდება, შემდგომ თვითონ აირჩიოს, კაცია თუ ქალია. ანუ ბიოლოგიური სქესის იდენტობაზე საუბარი აქ არ არის, სოციალურ სქესს ასწავლიან სკოლებში. ეს არის ჩვენი მთავრობის პროპაგანდა სკოლებში. მოვითხოვთ, ამის აღკვეთას. მოვითხოვთ, არ შევდეს სკოლებში სექსოლოგიური განათლება", - აცხადებს აქციის მონაწილე. 

საგანი „მე და საზოგადოება"

2017-2023 წლებისთვის დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების საგნების,-  "მე და საზოგადოება", რომელიც მე-3 და მე-4 კლასებისთვისაა განკუთვნილი და "ჩვენი საქართველო", რომელიც მე-5 და მე-6 კლასებისთვისაა განკუთვნილი სწავლებას ითვალისწინებს. 

მე-3 კლასის სასწავლო თემებია:  ჩემი ოჯახი; სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები; გარემო, რომელშიც ვცხოვრობ.

მე-4 კლასის სასაწავლო თემებია: სად და როგორ ვიღებ განათლებას; მედია და ინფორმაცია; მე და ჩემი ქვეყანა.

მე-5-6 კლასის სასწავლო თემებია: საქართველოს მხარე; საქართველოს დედაქალაქი; სახელმწიფო- ჩვენი საქართველო.

"მე და საზოგადოება" ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმებში შევიდა

თუმცა, როგორც იგეგმებოდა, მომდევნო სასაწავლო წისათვის საგანი „მე და საზოგადოების“ სახელმძღვანელო სკოლებში ვერ შევა, ვინაიდან ახალი სახელმძღვანელოების დაბეჭდვა ამ დროისთვის ვერ მოესწრება. 

უნდა დანერგილიყო თუ არა საქართველოს საჯარო სკოლებში საგანი "მე და საზოგადოება", აქტიური დისკუსიის საგანი იყო თვეების განმავლობაში. საგნის შინაარსისა და მიზნების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი საქართველოს საპატრიარქო. საგნის დანერგვის მოწინააღმდეგეთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის” დამფუძნებელი და დემოგრაფიული განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ვასაძე იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^