Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა სანქციებს უწესებს აშშ რუსეთს

26 ივლისი, 2017 15:55

აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ რუსეთს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი დაამტკიცა. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, რუსეთი ისჯება სხვადასხვა დესტრუქციული ზომების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და ოკუპაციის გამო.

რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები?

BBC-ის ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ, ევროკავშირთან ტანდემში, რუსული ბიზნესისა და კონკრეტული პირების წინააღმდეგ რიგი ეკონომიკური სანქციები შემოიღო.

იმ პირთა უმეტესობას, ვისაც სანქციები შეეხო, უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან ჰქონდა კავშირი, ან ვლადიმერ პუტინის ელიტარულ გარემოცვას წარმოადგენდა.

შეზღუდვა შეეხო და აქტივები გაეყინა რუსული ნავთობის ინდუსტრიას, ისევე, როგორც სახელმწიფო ფინანსების, ტექნოლოგიებისა და იარაღის სექტორს.

2016 წლის დეკემბერში ბარაკ ობამამ აშშ-დან 35 რუსი დიპლომატი გააძევა და ორი რუსული სტრუქტურა დახურა რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კიბერთავდასხმის საპასუხოდ, როგორც ამას აშშ-ის კონტრდაზვერვა აფასებს. მათ თქმით, თავდასხმა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

რა შედეგი გამოიღო სანქციებმა?

ზუსტად ვერავინ იტყვის, რა გავლენა მოახდინა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე. CNN-ის ინფორმაციით, სხვადასხვა ექსპერტს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს.

თუმცა ფაქტია, რომ ნავთობის ფასმა, რომელზეც რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, უფრო დიდი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე, ვიდრე სანქციებმა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მიერ მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რუსეთის ეკონონიმიკა ორწლიან რეცესიას თავს აღწევდა და მისი ზრდა წელს 1.4%-ით იყო მოსალოდნელი, გარკვეულწილად, ნავთობის გაზრდილი ფასის გამო.

თუმცა ანგარიშში ისიც იყო ნათქვამი, რომ საშუალოვადიან პერიოდში ზრდა 1.5%-ს ვერ გადააჭარბებდა სანქციების იმ ნელი ეფექტის გამო, რომლებიც ინვესტიციების გაზრდის პოტენციალს ახშობს.

2015 წელს, როცა უკრაინასთნ დაკავშირებული  სანქციები ამოქმედდა, „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ აღნიშნავდა, რომ მიღებულ ზომებს რუსეთის ეკონომიკის 9%-ით შემცირება შეეძლო.

რუსეთთან ვაჭრობის შემცირებამ ევროკავშირის ზოგიერთ ნაწილზეც იქონია გავლენა. 2014 წლის აგვისტოში რუსეთმა შური იძია და იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებს შეუერთდნენ, საკვების იმპორტზე შეზღუდვები დაუწესა. ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და საკვები ინდუსტრიის სექტორებზე.

აშშ-ის კონგრესის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ არსებული სანქციები დამატებით, კანონად აქციონ.

სენატმა სანქციების კანონპროექტის მისეული ვერსია ივნისში, 97-ით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

პალატაში ანალოგიურ ზომას 419-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, სამის წინააღმდეგ. ეს პროექტი, ამასთანავე გულისხმებს სადამსჯელო ზომებს ირანისა და ჩრდილო კორეის წინააღმდეგ. რუსეთი კი ისჯება სხვადასხვა დესტრუქციული ზომების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და ოკუპაციის გამო.

დონალდ ტრამპი პროექტს ან კანონად აქცევს, ან ვეტოს გამოიყენებს. კონგრესს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია, თუკი ხმათა საკმარისი რაოდენობა მოგროვდება.

კანონპროექტი ამკაცრებს უკრაინაში არსებული ვითარების გამო შემოღებულ სანქციებს და შემოაქვს ახალი ზომები, რომელთაგან ზოგიერთი საპასუხო ნაბიჯია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორციელებულ სავარაუდო კიბერთავდასხმაზე. ახალი სანქციების სამიზნე ასევე ხდება ისეთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიები რუსეთში, როგორებიცაა: რკინიგზა, სავაჭრო ფლოტი, მეტალისა და სამთო-სამრეწველო ინდუსტრია. სანქციებში ასევე შედის გარკვეული შეზღდვები კომპანიებზე, რომლებიც რუსეთის ნავთობის ინდუსტრიასთან აწარმოებენ ბიზნესს.

რატომ არის მნიშნელოვანი კანონის მიღება?

თუკი ამ ზომებს აშშ კანონად მიიღებს, მისი შეცვლის უფლებამოსილება პრეზიდენტის ხელიდან კონგრესის ხელში გადავა. აქამდე სანქციები ბრძანების სახით არსებობდა, რაც პრეზიდენტს მათი დაუყოვნებლივ გაუქმების შესაძლებლობას აძლევდა.

შემოთავაზებული კანონპროექტით, ფინანსური ჯარიმების შესამსუბუქებლად პრეზიდენტს კონგრესის თანხმობა დასჭირდება. ინდივიდუალური სანქციების გასაუქმებლად კი პრეზიდენტმა კონგრესს ანგარიში უნდა წარუდგინოს, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ რატომ არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი ამ სანქციების გაუქმება.

კონგრესმა რუსეთს სანქციები გაუმკაცრა - ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^