Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრო: ყველა პირობას შევქმნით რომ მოსწავლეების და მასწავლებლების სხვა სკოლებში გადანაწილება უმტკივნეულოდ მოხდეს

30 აგვისტო, 2017 14:53

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისში დემირელის სკოლის დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნატა ასათიანის განცხადებით, სამინისტრო ყველა პირობას შექმნის, რომ მასწავლებლებისა და მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილება  „მაქსიმალურად უმტკივნეულოდ წარიმართოს“.

„დემირელის კოლეჯს ჰქონდა დარღვევები, თუმცა ამავდროულად ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები და ჩვენ ყველა პირობას შევქმნით რომ მათი სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, რამდენიმე კერძო სკოლასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მათ უკვე გამოთქვეს მზობა რომ მიიღონ დემირელის კოლეჯიდან მოსწავლეები და მასწავლებლები. გადაწყვეტილების შესახებ უმოკლეს ვადაში გეცნობებათ“,- განაცხადა მან.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ გუშინ მიიღო.

როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.

დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს

როგორც ავტორიზაციის საბჭოს-ერთ-ერთმა წევრმა, რევაზ აფხაზავამ „ლიბერალს“ უთხრა, ავტორიზაციის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასკვნა მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავდა, თუმცა მისი თქმით, სკოლის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს არგუმენტირებულად განემარტათ ამგვარი დარღვევების მიზეზები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^