Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩაღლარის ქსელის რუსთავსა და ქუთაისში მდებარე ლიცეუმებმა რეავტორიზაცია წარმეტებით გაიარეს

06 სექტემბერი, 2017 12:35

ჩაღლარის ქსელის ორმა სკოლამ,- შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა ლიცეუმმა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა რეავტორიზაციის პროცესი წარმატებით გაიარეს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა გუშინ, 5 სექტემბერს გაიმართა. როგორც განათლების ხარისხის მართვის ცენტრში აცხადებენ სკოლებს დაუდგინდათ მცირე ხარვეზები და მათ გამოსასწორებლად მიეცათ რეკომენდაციები. მათივე ცნობით, საბჭოს სხდომის ოქმი და ექსპერტთა დასკვნა 10 დღის ვადაში ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. 

ჩაღლარის ქსელის თბილისში მდებარე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა  რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 29 აგვისტოს მიიღო.

როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.

რატომ ვერ გაიარა რეავტორიზაცია დემირელის კერძო კოლეჯმა - ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა

სკოლის ადმინისტრაცია გეგმავს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს. საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ სკოლის მოსწავლეების მშობლები, რომელთაც გუშინ, 5 სექტემბერს სკოლის მხარდაჭერის მიზით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. 

გუშინვე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეების მშობლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა განაცხადა რომ ამ დროისთვის 6 კერძო სკოლა მზად არის დემირელის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სრულად მიიღონ. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სკოლის მოსწავლეების ნახევარი, დაახლოებით 170 მოსწავლე უკვე სხვა სკოლებში გადავიდა.

**************

მიმდინარე წლის თებერვალში ავტორიზაცია შეუწყდა რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმსაც. სკოლაში სასწავლო პროცესი 13 თებერვალს შეწყდა. სკოლამ 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გაასაჩივრა. 20 თებერვალს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის შუამდგომლობა აქტის შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა, სკოლას უარი ეთქვა შუამდგომლობაზე, რომ აქტის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო.

საია: შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია

TDI: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

განათლების სამინისტრო: შაჰინის სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა კანონმდებლობის დარღვევით მოხდა

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა 7 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

თამარ მოსიაშვილი: იხურება წარმატებული სკოლა, ეს პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს

ტაბატაძე: ავტორიზაციის საბჭო იქცა სადამსჯელო ინსტიტუტად, რითაც არსობრივად გაანადგურა საკუთარი ინსტიტუცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^