სოფელ მოხეში სადავო შენობის შემოღობვით სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით ახორციელებდა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურმა „ლიბერალს“ განუცხადა.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა მოინახულა ის სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი კულტურული მემკვდირეობის ძეგლის შემოღობვას ითვალისწინებს. მისი მიზანია, რომ ამ მეჩეთის დაცვის ზონაში პირუტყვი არ შევიდეს. ამავდროულად, ამ სამუშაოებმა გასული რამდენიმე დღის განმავლობაში შექმნა ადგილობრივ მუსლიმ მცხოვრებლებს შორის ერთგვარი უსიამოვნო ფონი შექმნა. ეს გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულები. ადგილზე იყო მოთხოვნა, რომ მათთვის ამ სამუშაეობის მიზანის შესახებ ეცნობებიათ, რაც ადგილზევე განემარტათ. ჩვენ ადგილობრივებს სრულყოფილ ინფორმაციას კიდევ მივაწვდით“ - განაცხადეს სააგენტოში.
მათი ინფორმაციით, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მაისში განესაზღვრა, და მას „სადავო შენობა“ ეწოდა. ხოლო შენობა მუნიციპალიტეტიდან სააგენტოს ბალანსზე აგვისტოში გადავიდა. როგორც კულტურული მემკვდირეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, შენობის რეაბილიტაციის საჭიროება არ დგას, მაგრამ დაიწყება სამუშაოები, რათა გამოავლინონ ძეგლის ისტორიული სტატუსი, შენობა მეჩეთი იყო, თუ ეკელსია.
„მას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი, რაც ითვალისწინებს მისთვის სპეციალური დაცვის რეჟიმის დაწესებს. ამ შენობის რეაბილიტაციის აუცილებლობა არ დგას, ნორმალურ მდგომარეობაშია. ერთადერთი რაც იქნება დარჩენილი ჩვენი მხრიდან, არის ის, რომ განვსაზღვროთ ზუსტი სტატუსი - მეჩეთია თუ ეკლესია, რაც გარკვეულწილად შრომატევად სამუშაოებს მოიცავს. ეს საჭიროებს არქიტექტორების, არქეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეების ერთობლივ სპეციალიზებულ სამუშაოებს და ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში ამ სამუშაოებს აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
ნაგებობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შექმნილმა კომისიამ, რომელიც 2 წლის განმავლობაში მუშაობდა 11 მაისს მუშობა შეწყვიტა. მათი გადაწყვეტილებით ობიექტს „სადავო შენობა“ ეწოდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ კომიისიის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე განაცხადა, რომ ნაგებობის წარმომავლობის შესწავლას ძეგლთა დაცვის სააგენტო გააგრძელებდა.
„შენობის წარმომავლობას კომისია ვერ შეისწავლიდა. კომისიამ გააკეთა იდეალური გამოსავალი - პრობლემა მოაგვარა. კომისიის წარმომავლობის შესწავლა არის სპეციალისტების საქმე - ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები და ა.შ. სააგენტოს დავალებით გააგრძელებენ იმ კვლევას, რომელზეც თავიდან იყო საუბარი. კომისია გაუქმდა, რადგან მივედით მთავარ შედეგამდე, რომელიც გვინდოდა" - განაცხადა ანთიძემ მიმდინარე წლის მაისში.
რატომ ვერ გავიგეთ, ვის ეკუთვნის მოხის სადავო ნაგებობა
მოხის ნაგებობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა - ზაზა ვაშაყმაძის თქმით „ყველაფერი არის ხუთიანზე"
მოხელი მუსლიმები კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ღია ცის ქვეშ ლოცვას აგრძელებენ