Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ შედგენილი დოკუმენტი ”ოცნებას” და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება

19 სექტემბერი, 2017 18:48

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შედგენილი დოკუმენტი “ქართულ ოცნებასა” და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

”ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცა დათმო, მაგრამ შედგა თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება ”ქართულ ოცნებას” და ვენეციის კომისიას. იმ იმედით და განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ, ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა საერთომდე და თანხმობამდე. ყოველ შემთხვევაში ის მითი, თითქოს საქართველოში განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ვერასდროს ვერაფერზე თანხმდებიან, ნამდვილად დამსხვრეულია. სრულიად განსხვავებული შეხედულების პარტიები დგანან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე. ამისათვის საჭიროა თანხმობის სულისკვეთება, დიალოგი, სადაც შენ არა ხელის გადაწევას, არამედ სხვის აზრს მოისმენ. იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის ძალიან უკომპრომისო პოზიციას”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 11 სექტემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა.

5 საკითხი კონსტიტუციაში, რაზეც პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^