Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კუჭავა: პორტუგალიაში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დეკრმინალიზაცია აუცილებელია

22 სექტემბერი, 2017 17:07

„მე პირადად, ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დეკრიმინალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა იჯდეს ციხეში. პრევენციის ზომები და მომხმარებელზე ზრუნვა არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასევე მნიშვნელოვანია, ძალიან გამკაცრდეს გასაღებასთან დაკავშირებული ბრძოლის მექანიზმები“, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა „ლიბერალთან“ პორტუგალიაში ნარკოპოლიტიკის გამოცდილების გასაცნობად გამართულ ვიზიტზე საუბრობს.

„პორტუგალია ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა იმ რეფორმების გათვალისწინებით, რაც მათ გაატარეს დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი პრაქტიკის გაზიარება. მოვისმინეთ ყველა იმ ადამიანის პრეზენტაცია, კითხვა-პასუხის რეჟიმში მათი აზრი იმ პროცესებზე, რაც გაიარეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა წინააღმდეგობებსა და პრობლემებს შეხვდნენ, რომ შემდგომში უფრო გაგვიადვილდეს მათი გათვალისწინება“, - ამბობს კუჭავა.

მისი თქმით, პორტუგალიაში მისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იქ მომხმარებლებს არ უყურებენ როგორც კრიმინალებს, არამედ უყურებენ ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას.

„შედეგი კი არის ის, რომ ძალიან შემცირებულია გადამდები დაავადებები, მომხმარებელთა შორის. დეკრიმინალიზების პირობებში ისინი უფრო ექვემდებარებიან მკურნალობას, უფრო გახსნილები არიან“, - ამბობს კუჭავა.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, კუჭავა ამბობს, რომ „უკვე არის იმის დრო, რომ განვიხილოთ და მივიღოთ კიდეც პარლამენტმა ამ სესიაზე“.

რაც შეეხება პორტუგალიის გამოცდილების კოლეგებისადმი გაზიარებას, დეპუტატის თქმით, აპირებენ, რომ ამ საკითხზე საერთო შეკრებაზე, უმრავლესობის ფორმატში ისაუბრონ და გამოცდილება გაუზიარონ.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ წინააღმდეგებიც იქნებიან; იქნებიან მომხრეებიც; მსჯელობის საკითხია. მე არ გამოვრიცხავ და ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ რამდენიმე ძალიან  მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ამ რეფორმის მონაწილე იყო პორტუგალიაში, ჩამოვიყვანით კიდეც აქ, რომ საერთო შეკრება მოვაწყოთ მათთან ყველა იმ დეპუტატის, ვისაც სურვილი ექნება დასწრების“, - ამბობს კუჭავა.

საქართველოს პარლამენტის წევრები 10-14 სექტემბერს პორტუგალიაში მონაწილეობდნენ ზიანის შემცირების პროგრამებისა და ნარკოპოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელების საკითხების განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაში.

საქართველოს დელეგაციაში იყვნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა.

„ვიზიტის მიზანი იყო ზიანის შემცირების პროგრამების შექმნასთან, დაფინანსებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაცნობა, აგრეთვე ნარკოპოლიტიკის სტრატეგიების, მათ შორის, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და სამართალდამცავ და ჯანდაცვის ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის საკითხების შესწავლა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

NDI-მ თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) აგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით,&n ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

კაშია ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ...

არნემის „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ჯოზეფ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პ ...

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავ ...
^