Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რესპუბლიკური პარტია“ „ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის" კანონპროექტს იზიარებს

13 ოქტომბერი, 2017 15:13

„რესპუბლიკური პარტია“ იზიარებს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ კანონპროექტს და მოუწოდებს ხელისუფლებას, დათმოს შანტაჟისა და რეპრესიების იარაღი და რეალურად შეცვალოს პოლიტიკა.

„გუშინ "იმედი ნიუსმა" გაავრცელა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კომენატრი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას. სამწუხაროა, როდესაც „ქართული ოცნების" და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალურად მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრძელებს იმ რეპრესიულ პოლიტიკას, რაც დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ. მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების ინდივიდუალური ბრძოლის შედეგად უწევს ხელისუფლებას იძულებით დათმობებზე წასვლა. 

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ რეპრესიული პოლიტიკა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ არ შეიძლება ნარკომომხმარებელი იყოს დამნაშავე, არ შეიძლება, ადამიანი ჩავსვათ ციხეში იმიტომ, რომ ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და საკუთარ სიცოცხლეს.

ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ზიანს აყენებს სხვას, მეორე პირს. აქედან გამომდინარე, არსებული ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული, ის ემტერება ადამიანს, ადამიანის თავისუფალ ნებას და ჩვენ „რესპუბლიკელებს" მიგვაჩნია, რომ ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სტრატეგია ამის შესახებ და ვთვლით, რომ პორტუგალიაში არსებული მოდელი არის იდეალური, რადგან უცხადებს თანადგომას ადამიანს, ადამიანს რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა და არა ციხეში ჩასმა.

ჩვენ ვუერთდებით „თეთრი ხმაურის" მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, დაიწყოს ცვლილებები და სრულად ვართ მათი სულისკევეთების გამზიარებლები",- განაცხადა თამარ კორძაია.

მკაცრად უნდა ვებრძოლოთ ასევე მომხმარებელს - წულუკიანი სრულ დეკრიმინალიზაციას ეწინააღმდეგება

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" წულუკიანისგან განმარტებას მოითხოვს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^