Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თეთრი ხმაური" წულუკიანს: არ ვაპირებთ ვიყოთ ინერტულები, ათასობით ადამიანი რეფორმის მოლოდინშია

13 ოქტომბერი, 2017 19:53

„არ ვაპირებთ ვიყოთ ინერტულები, რადგან რეფორმის მოლოდინშია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით შეურაცხყოფილი ასიათასობით ადამიანი, როგორც საპატიმროებში, ისე მის გარეთ" - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ 16 ოქტომბერს ჩანიშნული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის გაუქმებას განცხადებით ეხმაურება. 

„ქართული ოცნების" ნარკოპოლიტიკა - რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში

„ხელისუფლებას ჰქონდა შესაძლებლობა ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა რეალურ სამუშაო ფორმატში ჩაეტარებინა, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კი მოვლენები ასე განვითარდა:

░ ბიუროკრატიული საბაბით (დარბაზში ორი ადგილი ვერ გამოინახა) საბჭომ პროცესების მიღმა დატოვა მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციები.

░ შეხვედრამდე ოთხი დღით ადრე კი, მინისტრმა რეფორმის მთავარი კომოპონენტის (მოხმარების დეკრიმინალიზაცია) საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, რითაც ბუნუბრავად გამოიწვია საზოგადოების უმწვავესი რეაქცია, ხოლო მოგვიანებით სხდომის გაუქმება აღელვებულ საზოგადოებას გადააბრალა.

შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ საზოგადოება წლების განმავლობაში ითმენს ნარკოპოლიტიკის სახელით უდანაშაულო ხალხის ჩაგვრას და საკმარისზე დიდხანს იყო მშვიდად. მღელვარება აღარ ჩაცხრება! არ ვაპირებთ ვიყოთ ინერტულები, რადგან რეფორმის მოლოდინშია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით შეურაცხყოფილი ასიათასობით ადამიანი, როგორც საპატიმროებში, ისე მის გარეთ" - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში. 

დღეს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სხდომა აღარ ჩატარდება, სანამ „სიტუაცია არ დაუბრუნდება მშვიდ მდგომარეობას და ყველა არ გავიაზრებთ იმას, რომ დეკრიმინალიზაციამდე გზა გადის ლიბერალიზაციაზე".

მინისტრის განცხადებით, ის ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, რომ შეცვალოს მიდგომა, რომელიც გულისხმობს: „ვინ ჰკითხავს პოლიციელს, ვინ ჰკითხავს პროკურორს, ვინ ჰკითხავს მოსამართლეს, ვინ ჰკითხავს ზოგიერთ დეპუტატს, რომელიც არ არის დეკრიმინალიზაციის მომხრე, რადგან მათ ყველას ეკითხება აზრი, ყველა მინისტრსა და პრემიერს ეკითხება აზრი და ეს არის სწორედ უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქცია".

წულუკიანი ნარკოპოლიტიკაზე: შეხვედრა აღარ ჩატარდება, სანამ სიტუაცია არ დამშვიდდება

მკაცრად უნდა ვებრძოლოთ ასევე მომხმარებელს - წულუკიანი სრულ დეკრიმინალიზაციას ეწინააღმდეგება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^