Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი ნარკოპოლიტიკაზე: შეხვედრა აღარ ჩატარდება, სანამ სიტუაცია არ დამშვიდდება

13 ოქტომბერი, 2017 18:35

„იმ აჟიოტაჟიდან გამომდინარე, რომლის მომსწრეც შევიქენი, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ორშაბათს „თეთრი ხმაურის“ ნარკოპლატფორმის და სხვების, მათი წარმომადგენლების თხოვნით მოწვეული მყავდა უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც ახლა ვაუქმებ. ეს სხდომა აღარ ჩატარდება მანამ, სანამ სიტუაცია არ დაუბრუნდება მშვიდ მდგომარეობას და ყველა არ გავიაზრებთ იმას, რომ დეკრიმინალიზაციამდე გზა გადის ლიბერალიზაციაზე", - იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გააუქმა, რომელიც 16 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

„ქართული ოცნების" ნარკოპოლიტიკა - რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში

მინისტრის განცხადებით, ის ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, რომ შეცვალოს მიდგომა, რომელიც გულისხმობს: „ვინ ჰკითხავს პოლიციელს, ვინ ჰკითხავს პროკურორს, ვინ ჰკითხავს მოსამართლეს, ვინ ჰკითხავს ზოგიერთ დეპუტატს, რომელიც არ არის დეკრიმინალიზაციის მომხრე, რადგან მათ ყველას ეკითხება აზრი, ყველა მინისტრსა და პრემიერს ეკითხება აზრი და ეს არის სწორედ უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქცია".

„რომ ყველა დაინტერესებული ძალოვანი სტრუქტურა უნდა იყოს ამაში ჩართული და პარლამენტში უნდა იყოს კონსენსუსი. მე ვიყავი მზად და მომავალშიც ვიქნები მზად, რომ შევასრულო დიალოგის გამაადვილებლის ფუნქცია", - ნათქვამია განცხადებაში.

„გული მწყდება იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთ დაინტერესებულ მხარეს აქვს ძალიან არასწორი წარმოდგენა იმ მიმდინარე რთული პროცესის შესახებ და აკეთებს განცხადებებს აბსოლუტურად გაუაზრებლად. ჩვენ 2013 წლიდან ვიმუშავეთ, რათა გადაგვედგა რევოლუციური ნაბიჯები. მაგალითად, სოზარ სუბართან და არჩილ თალაკვაძესთან ერთად ჩვენ შევძელით - და მე ვიყავი ამისი მონაწილე, რომ ციხეებში ის უნიკალური პროცესი დანერგილიყო, რაც ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი, ადამიანის უფლებებზე მორგებული კომპონენტი აღმოჩნდა ყველა ობიექტური შემფასებლის შეფასების თანახმად. ასევე, ჩვენ, საბჭო ვიყავით იმისი მონაწილე, რომ სერგეენკომ გადადგა შესანიშნავი ნაბიჯი და გაუქმდა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, ზედოზირების შემთხვევაში ექიმი მანამდე ვალდებული იყო, პაციენტთან მისვლამდე პოლიცია ჩაერია საქმეში. იუსტიციის სამინისტრო გახლდათ ინიციატორი, მიუხედავად მაშინდელი პრემიერის წინააღმდეგობისა, რომ ემუშავა პროკურატურასთან, და იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და მე და ირაკლი შოთაძეს გვქონდა ერთნაირი გაგება საკითხისა, შევძელით და გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, როდესაც გავმიჯნეთ სისხლის სამართლის კოდექსში მოხმარებისა და გასაღების მუხლები", - აცხადებს წულუკიანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^