Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: აქტივისტები ეწეოდნენ ამომრჩევლების მობილიზებას, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა

23 ოქტომბერი, 2017 15:48

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო უბნის გარკვეულ რადიუსში აქტივისტების ყოფნას აკრძალავს.

„თავის დროზე საარჩევნო კოდექსში იყო რეგულაცია, რომლის თანახმადაც, განსაზღვრული იყო რადიუსი საარჩევნო უბნის გარშემო, სადაც არ შეეძლოთ დგომა ადამიანებს. ეს რეგულაცია გაუქმდა 2010 წელს. თუ არის საჭირო ცვლილებები კანონმდებლობაში, შეგვიძლია ვიმსჯელოთ. მე პირადად არ მომწონს ის პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოში ათწლეულების მანძილზე, თუმცა აქ არის პარტიების ინტერესი, რომ პრაქტიკა არ შეიცვალოს. მხოლოდ „ქართული ოცნების" აქტივისტები არ დგანან ხოლმე საარჩევნო უბნების გარშემო. ყველასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და საბოლოოდ მივიღოთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, როგორი რეგულაციებით გაიმართება უკეთესი არჩევნები", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების" კოორდინატორების ქმედება კანონის ფარგლებში იყო.

„აქტივისტები ახორციელებდნენ ამომრჩევლების მობილიზებას. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ ქვეყანაში. მთავარია, რომ ამ დროს არ იყოს გამოყენებული არასამართლებრივი ფორმები. მკაცრად იყო გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოროტად არ გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილებები, მათ შორის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინათ პირადი ნომრების და მსგავსი ინფორმაციის აღნუსხვა. ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეოკადრები ► აგიტატორები და კოორდინატორები საარჩევნო უბნებზე (განახლებადი)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^