Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბესელია ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე: უნდა მოვძებნოთ კომპრომისული მოდელი

08 ნოემბერი, 2017 17:10

„დაგვრჩა უკვე ის ეტაპი, როდესაც პოზიციები უნდა დაახლოვდეს და მოვძებნოთ კომპრომისული მოდელი, რომელიც შესაძლებელს გახდის პარლამენტში იმგვარი გადაწყვეტილების მიღებას, რომლის მთავარი მიზანი, მთავარი არსი იქნება ადამიანზე ზრუნვა, ნარკოდამოკიდებული ადამიანის მიმართ არა რეპრესიული, არამედ ზრუნვაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დღეს გამართულ კონფერენციაზე „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ განაცხადა.

მისი თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც უწყებებს აქვთ საწინააღმდეგო პოზიცია - ეს ეხება ოდენობებს; ეხება ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხს, ასევე, რეალიზაციასთან დაკავშირებული დეფინიციის ცვლილებას და საზღვარზე შემოტანის საკითხის სამართლებრივ რეგულირებას.

ბესელია აღნიშნავს, რომ ამ საკითხებზე საჭირო იქნება გარკვეული კომპრომისების ძებნა, რათა პოზიციები დაახლოვდეს.

„დეკრიმინალიზებასთან დაკავშირებით მოსაზრებები იყოფა. არის გარკვეული კატეგორია ნარკოტიკების, რომელზეც არის არა მარტო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ, მათ შორის, პოზიციები უწყებების მხრიდან, რომ შესაძლებელია გარკვეული დათქმის გაკეთება, 273-ე მუხლთან დაკავშირებით შესაძლოა, ვიფიქროთ მის გადატანაზე ადმინისტრაციულ ნაწილში. ხოლო რაც შეეხება ოდენობას, სასჯელს, სანქციებს, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, ეს იქნება სამუშაო პროცესი. ასევე არის საკითხები, რომელიც ეხება ოდენობების ნუსხებში გადანაწილების საკითხს... ჩვენ დავგეგმეთ კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ამ თვეში. ეს იქნება ალბათ შემაჯამებელი, პოზიციების დაახლოების კუთხით“, - აცხადებს ბესელია.

მისი თქმით, ის ამ პროცესს უყურებს კომპლექსურად, ვიდრე მხოლოდ კანონის ცვლილებას. ამბობს, რომ ეს არ არის რეფორმა, რომელსაც მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება ეყოფა და რეფორმას საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა სერვისების მომზადება, ფინანასური რესურსის მობილიზება სჭირდება.

„ეს არის ჩვენი მიდგომაც და ჩემი სურვილიც, რომ მოდერაციის პროცესში მაქსიმალურად დავეხმარო პოზიციების დაახლოებას. მე ვიცი, რომ ავტორებიც და ინიციატორებიც მზად არიან, რომ შემოგვთავაზონ კომპრომისული ვერსია, რომელიც რეფორმის სულისკვეთებას პასუხობს. ის უწყებებიც, რომლებმაც უშუალოდ უნდა იმუშაონ ამ რეფორმის აღსრულების პროცესში, მზად არიან, მოკლე დროში შემოგვთავაზონ გარკვეული ხედვა, რათა კომიტეტმა შეძლოს საბოლოო, შეჯერებული გადაწყვეტილების მიღება.

რეფორმა ფორსირებულად რთულად წარმოსადგენია; კარგად უნდა გავიაზროთ, ეტაპები დავგეგმოთ. პარლამენტი ვალდებულია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედეგს მოიტანს. კარგად გააზრებული იქნება ამ რეფორმის გავლენა საზოგადოებაზე. ეტაპები სწორად იქნება დანახული, რესურსები მობილიზებული და პასუხისმგებლობა და როლი ყველა უწყებაზე იქნება გადანაწილებული“, - აღნიშნა ბესელიამ.

„კომპრომისზე ვერ წავალთ“, - დათო სუბელიანი ნარკოპოლიტიკის პროექტის კარსმომდგარ განხილვაზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^