„რაზეც არ უნდა ველოდოთ კომპრომისს - პრინციპული თემაა დეკრიმინალიზების არსი, თუ სსკ-ის 273-ე მუხლი [ნარკოტიკული საშუალების მოხმარება/მცირე ოდენობით ფლობა] არ გაუქმნდა, ისე [რეფორმას] აზრი არ აქვს. მეორეა ოდენობების განსაზღვრის საკითხი, როგორი პრინციპით მოხდება, ეს სხვა თემაა, მაგრამ პირადი მოხმარებისთვის ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე უნდა განისაზღვროს ოდენობა და არა მხოლოდ ცალკეულზე, როგორც დღეს არის. ეს ორი თემა არის პრინციპული“, - აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნარკოპოლიტიკის ცვლილების კანონპროექტის ინიციატორი აკაკი ზოიძე .
„ბევრს ჩვენს კოლეგას და საზოგადოების წევრს, სამწუხაროდ, არასწორი წარმოდგენა აქვს, თუ რას ეხება შემოთავაზებული ცვლილებები... ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ დასჯის ზომა რჩება მხოლოდ ადმინისტრაციული და არა საპატიმრო. კანონპროექტით, ასევე განისაზღვრება ოდენობები - ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი ცვლილება. რეფორმა არანაირად არ გულისხმობს მოხმარების წახალისებას ან გასაღებაზე ზომების შერბილებას“, - განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, გარკვეული მიმართულებით ეს საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს რეგულაციების გამკაცრებას. ზოიძე ამბობს, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია უნდა გაუტოლდეს ნარკოტიკულ დანაშაულს, რაც, მისი აზრით, გამოიღებს ძალიან მნიშვნელოვან პრევენციულ ეფექტს.
ბესელია ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე: უნდა მოვძებნოთ კომპრომისული მოდელი
„კომპრომისზე ვერ წავალთ“, - დათო სუბელიანი ნარკოპოლიტიკის პროექტის კარსმომდგარ განხილვაზე