Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა

17 ნოემბერი, 2017 19:06

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა.

საკრებულოს წევრებმა მერის მოადგილეების პოსტზე ირაკლი ხმალაძე, მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი დაამტკიცეს. თბილსის ვიცე-მერი იქნება ირაკლი ხმალაძე გახდება. 

რაც შეეხება კახა კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს, ილია ელოშვილს, ის გუნდს მას შემდეგ შეუერთდება, რაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთდება. 

საკრებულოს ოპოზიციამ მერის მოადგილეების დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირა. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” დარბაზი პროტესტის ნიშნად კენჭისყრამდე დატოვა.

თბილისის საკრებულომ მერიის საქალაქო სამსახურების წარდგენილ კანდიდატებსაც მხარი დაუჭირა. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს გივი კუბლაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას გელა ჩივიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურს გიორგი ბაგრატიონი, განათლებისა და სპორტის სამსახურს ირაკლი გვილავა, საფინანსო სამსახურს გაიოზ თალაკვაძე და ზედამხედველობის სამსახურს გიორგი ბაგრატიონი უხელმძღვანელებს. 

რაც შეეხება სხვა სამსახურებს, იურიდიული სამსახურს სერგო ბირკაძე უხელმძღვანელებს, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს - გიგა გიგაშვილი, შესყიდვების სამსახურს - გიორგი პაპავა, უსაფრთხოების სამსახურს - ნუგზარ ჭონქაძე, ეკონომიკურ სამსახურს ანდრია ბასილაია და კულტურის სამსახურს სოფიო ხუნწარია უხელმძღვანელებს. ხოლო მერიის ადმინიტრაციას ვლადიმერ ჭიღლაძე ჩაიბარებს. 

რაც შეეხება თბილისის გამგებლობის კანდიდატებს,  საკრებულოს წევრებმა კენჭი ცალ-ცაკლე უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს. 

საბურთალოს რაიონს უხელმძღვანელებს გაიოზ ვასაძე, მთაწმინდის რაიონს - დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონს - ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონს- ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონს - ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონს - ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონს - ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონს - ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონს - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონს - დავით კერესელიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^