Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბინაში ცხოვრობდა ცოლი, ქმარი და ბავშვი, საუბრობდნენ ქართულად - მეზობელი ახალი დეტალებით

23 ნოემბერი, 2017 16:27

"ლიბერალი" ესაუბრა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე იმ კორპუსის მცხოვრებს, რომელიც იმავე სადარბაზოში ცხოვრობს, სადაც 22 საათის განმავლობაში კონტრტერორისტული დეპარტამენტი სპეცოპერაციას ატარებდა. მეზობელმა, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ დავასახელოთ შემდეგი რამ გვიამბო:

ვის ხედავნენ მეზობლები ბინაში

"ბინაში ცხოვრობდა ქმარი, ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვი - გვიყვება მეზობელი. რამდენჯერმე მყავს ეზოში ნანახი. პირადად მე არ გამოვლაპარალკებივარ, მაგრამ ჩემს მეუღლეს უსაუბრია მასთან".

ჩვენი რესპოდენტი ერთი წელია რაც ამ კორპუსში ცხოვრობს. მისი თქმით, ამ ოჯახს ზაფხულიდან ხედავს. ისინი საუბრობდნენ ქართულად, არა ნასწავლი, არამედ გამართული ქართულით. ეს რესპოდენტმა ზუსტად იცის, რადგან მის მეუღლეს და ბინაში მცხოვრებ ქალს ეზოში უსაუბრიათ.  "ბავშვებზე ილაპარაკეს, მან თქვა რომ მის ბავშვს კომპიუტერები უყვარს"... "კარგად ჩაცმული ახალგაზრდა ქალი იყო" - იხსენებს ჩვენი რესპოდენტის მეუღლე.

რა მოხდა ღამით

"იქნებოდა ღამის 9 საათი. ჩემი მეუღლე ბავშვებთან ერთად სახლში დაბრუნდა. დაბლა უკვე ირეოდნენ პოლიციის თანამშრომლები, მათ ჩემს ცოლს უთხრეს რომ თუ შედიხარ, დროულად შედი და გარეთ აღარ გამოხვიდეო".

ქალი ბავშვებთან ერთად სახლში შევიდა და ქმარს დაურეკა. მომხდარი მოუთხრო. შეშინებული იყო.

რესპოდენტი სახლში დაახლოებით 11 საათზე მივიდა. "აღარ შემიშვეს. კორპუსი უკვე ალყაში იყო. დავდექი გარეთ და ვუყურებდი ჩემს ფანჯრებს". 

როდის და როგორ დაიწყო ევაკუაცია

"ღამის 4 საათზე დამირეკა მეუღლემ, შენ ხომ არ ხარ, კარზე კაკუნიაო. მე გაფრთხილებული მყავდა, რომ თუ მივიდოდი დავურეკავდი და მხოლო მაშინ გაეღო კარი. ემოციებში ვიყავი - შეშინებული. ვუთხარი რომ მე არ ვაკაკუნებდი, გავაფრთხილე რომ  არ გაეღო, კართან შორს დამდგარიყო და ეკითხა ვინ იყვნენ".

სადარბაზოში მდგარმა ადამიანებმა ქალს უთხრეს რომ პოლიციდან იყვნენ.  მან კარის ჭუჭრუტანაში გაიხედა და დაინახა, რომ მართლაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები იყვნენ. გვერდზე, მეზობლადაც აკაკუნებდნენ. ქალმა კარი გახსნა და პოლიციამ  გარეთ გაიყვანა. სადარბაზოს ევაკუაცია დაიწყო. 

როდის გაისმა პირველი გასროლის ხმა

ოჯახი იქვე მახლობლად, ნათესავთან წავიდა. დაახლოებით ერთი საათი იქნებოდა გასული, როცა  პირველი სროლის ხმა გაიგეს. 

"არავისგან მომისმენია, რომ ამ ოჯახთან ვინმე სტუმრებს ხშირად ევლოთ. არც მე და არც ჩემს სხვა მეზობლებს საეჭვო არაფერი შეგვინიშნავს. თუმცა მე გვიან მოვდივარ სამსახურიდან". - ყვება რესპოდენტი.  

ის ჯერ კიდევ ნათესავთან რჩება, რადგან კორპუსში ამ დრომდე სპეციალისტები მუშაობენ. 

------------------

სპეცოპერაცია, რომელიც  გვიან ღამით დაიწყო და 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გუშინ დასრულდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთი წევრი და ლიკვიდირებულია სამი.  

გარდაცვლილია სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი, დაჭრილია ორი. სუს-ი ინფორმაციით, ასევე დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს რადენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ. 

კორპუსის მცხოვრები სპეცოპერაციის ღამეს აღწერს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 დეკემბერი
18 დეკემბერი

სალაძე: 2018-ში სახელმწიფო გაცილებით ნაკ ...

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კ ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

ქებურიას ადვოკატი: ეს კლასიკური მაგალითი ...

თბილისის პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ სისსხლის სამართლებრივი დევნა შე ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

გიორგი ქებურია: როგორ იქნა, გამოძიებამ დ ...

ჯგუფ „ბირჟა მაფიის" წევრი, რეპერი გიორგი ქებურია ამბობს, რომ, როგორც იქნა, გამოძიებამ დაადასტურა მისი უდანაშა ...
^