Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბუკია: თუ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი ამ სახით განიხილება, სავარაუდოდ, კანონად ვერ იქცევა

12 იანვარი, 2018 11:25

ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა არათუ უნდა შეჩერდეს, არამედ კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ.

როგორც „პირველ არხთან" საუბარში გიგა ბუკიამ აღნიშნა, იზიარებს საქართველოს საპატრიარქოს განცხადების სულისკვეთებას, რომ კანონპროექტი შესაბამისად მომზადებული ჯერ არ არის. მისივე თქმით, კანონპროექტის ინიცირებისას უმრავლესობის შიგნით გამოითქვა გარკვეული გულისწყრომა, რომ ცვლილებები მმართველ გუნდში შეთანხმებული არ ყოფილა და სერიოზულად არ განუხილავთ.

„იმ ინიციატივასთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა გვქონდა, რომელიც უმრავლესობის გარკვეულმა წევრებმა წარმოადგინეს. აღნიშნული ინიციატივა ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს, რომ ნარკოტიკების მოხმარება მკვეთრად გაიზრდება. ეს კანონპროექტი ინიცირებულიც კი არ უნდა ყოფილიყო, არათუ, მასზე მსჯელობა შეჩერდეს. იმ პოზიციას ვეთანხმებით, რომ პარლამენტში კანონპროექტი ამ ფორმით განხილული არ უნდა იყოს. ამ ფორმით კანონპროექტის ინიცირების წინააღმდეგი ვიყავით, ვინაიდან სურვილი გვქონდა, რომ შიდა აზრთა სხვადასხვაობა გარეთ არ გამოსულიყო, თუმცა აკაკი ზოიძემ ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოგვთავაზა და ნახეთ, რომ წინააღმდეგები არა მხოლოდ „კონსერვატორები“ ვართ, არამედ კვორუმი თავად იმ კომიტეტშიც კი არ შედგა, რომლის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძეა. სხდომას უმრავლესობა არ დაესწრო და აკაკი ზოიძე იძულებული გახდა, კომიტეტი „ნაციონალების“, „ევრონაცებისა“ და ოპოზიციის ხმებით შეეკრიბა და ინციატივა ასე განეხილა“, - აღნიშნავს ბუკია.

დეპუტატი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებულ ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში მაინც გაგრძელდება, დიდი ალბათობით კანონპროექტი კანონად ვერ იქცევა.

„ინტერესი დიდია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის პროცესში ბევრი ადამიანი ჩაერთოს და პრობლემის გადაჭრის გზები მოიძებნოს. მისასალმებელია, თუ კანონპროექტი გაწვეული იქნება და გადაწყვეტილება უფრო ფართო კონსენსუსის შედეგად იქნება მიღებული და არა ისე, როგორც დღეს არის ინიცირებული. ამ კანონპროექტს „კონსერვატორების“ მხარდაჭერა არც ერთ შემთვევაში არ ექნება. თუ ეს კანონპროექტი ამ ფორმით განიხილება, დიდი ალბათობით, კანონად ვერ იქცევა“, - დასძინა ბუკიამ. 

საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს

პარლამენტში ივნისში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. პროექტში ასევე ადეკვატურადაა გაწერილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. კანონპროექტს თან ერთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისების განვითარების კონცეფციაც.

კონცეფცია 4 კონპონენტისგან შედგება:

  1. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე მიმართული სისტემის ამუშავება (ცალკე შემუშავებულია პრევენციის სტრატეგიის დოკუმენტი);
  2. შეფასების და გადამისამართების კომისიების ამოქმედება (პორტუგალიის მოდელის მსგავსად);
  3. კონსულტირებისა და მკურნალობის სერვისების სპექტრის გაფართოება (ასევე იმ სერვისების დამატება, რომლებიც აუცილებელია, მაგრამ დღეს საქართველოში არ გვაქვს);
  4. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბება;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^