Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ შალვა ნათელაშვილს წულუკიანზე გაკეთებული განცხადებების უარყოფა დაავალა

15 თებერვალი, 2018 16:26

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა, ტელეკომპანიების „იბერიისა“ და „ტვ პირველის“ ეთერით განაცხადოს, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისადმი გაკეთებული მისი განცხადებები ცილისწამებაა.

ამის შესახებ თეა წულუკიანი facebook-ის გვერდზე წერს:

„ბავშვობაში იყო ასეთი თამაში: „ვირი ვარ და ვყვირივარ“. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა ნათელაშვილმა ჩემთან სასამართლო პროცესი წააგო. კერძოდ, მას დაევალა, რომ იბერიისა და ტვ პირველის ეთერით „დაიყვიროს“, რომ 2016 წელს ამ კომპანიების შესაბამის გადაცემებში გაკეთებული მისი ჩემთან დაკავშირებული განცხადებები იყო ცილისწამება (ბინა სტრასბურგში თავისი შემოსავლებით არ იყიდა, უყიდეს და ამით იყიდეს და ა.შ.)“,- წერს თეა წულუკიანი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლიბერალს“ დაუდასტურეს, რომ თეა წულუკიანის სარჩელი დაკმაყოფილდა. 

თეა წულუკიანი შალვა ნათელაშვილს სასამართლოში პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით უჩივის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^