Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბარათაშვილი: ხელისუფლებამ გააცნობიერა საფრთხე, რაც შეიძლება, ჩაბუქის ექსტრადიციას მოჰყვეს

19 თებერვალი, 2018 14:38

ცოტა ხნის წინ მოსამართლემ მუსტაფა ემრე ჩაბუქი საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა და აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა შეუფარდა. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ მომდევნო სხდომაზე მოუსმენენ დაცვის მხარის წერილობით მოსაზრებას ექსტრადიციის დაუშვებობაზე. ამის შემდეგ (თარიღი უცნობია) მოსამართლე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად.

„სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ბრძოლის შედეგია მისი გათავისუფლება. თუ სასამართლო ექსტრადიციას დააკმაყოფილებს, მივმართავთ უზენაესს და პარალელურად ევროსასამართლოს.

ხელისუფლებამ ბოლო დღეებში გააცნობიერა საფრთხე, რომელიც მის თურქეთში ექსტრადიციას შეიძლება მოჰყვეს. ოფიციალური პირებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები გვისახავს იმედს, რომ მისი ექსტრადიცია არ მოხდება,“ - ამბობს სოსო ბარათაშვილი. 

ჩაბუქი მე-9 თვეა წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. 

სასამართლო პროცესს ამერიკელი კონგრესმენები ესწრებოდნენ.

სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციები მიაჩნიათ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ეროვნულ კანონმდებლობას . 

ამის შესახებ  სახალხო დამცველმა 5 თებერვალს სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე თვითნებური და დისკრიმინაციული დევნის რისკი. 

----------

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 

დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს. სამინისტრომ ჩაბუქს უარი უთხრა სტატუსზე; სამინისტროს გადაწყვეტილება მხარემ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^