Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომუნიკაციების კომისია TI-ს მიმართავს, უარყოს რეპუტაციის შემლახველი ცრუ ინფორმაცია

20 თებერვალი, 2018 15:08

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, კომისიის წევრის, მერაბ ქათამაძის, საგანმანათლებლო ხარისხი უთანაბრდება ელექტრონული კომუნიკაციების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოითხოვს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დაუყონებლივ უარყოს თავის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კომისიის წევრის, მერაბ ქათამაძის დიპლომი ვერ აკმაყოფილებს  თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 

TI თსუ-სა და სტუ-ს მიმართავს: რატომ კეთდება ერთსა და იმავე დოკუმენტზე სხვადასხვა განმარტებები

აღნიშნული ინფომრაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2018 წლის 25 იანვარს გაავრცელა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ „მერაბ ქათამაძის დიპლომი, სპეციალობით „მართვის ავტომატიზებული სისტემები“, ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით“.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 18.3-ის თანახმად, „თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით.

შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიმართავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაუყონებლივ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია.

ამავე კოდექსის მუხლი 18.4-ის თანახმად, „პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში“.

კომისია ასევე თხოვნით მიმართავს მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებებს (interpressnews.ge, netgazeti.ge, liberali.ge, on.ge, timer.ge, newposts.ge, pirveliradio.ge, news.ge, bm.ge, medianews.ge, რადიო ფორტუნა), რომლებმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” მიერ გავრცელებული  ინფორმაცია გამოაქვეყნეს, საპასუხო ცნობის სახით აღნიშნული პრესრელიზი გაავრცელონ“, - აცხადებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^