Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ დატოვა იაშვილის კლინიკამ კიბოთი დაავადებული ექთანი დაზღვევის გარეშე

14 მარტი, 2018 18:02

დეკემბერში იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოდან 90-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ შორის იყო 54 წლის უმცროსი ექთანი ნევროლოგიაში, ნინო მაგრაქველიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ სიმსივნით ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის კლინიკაში 35 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ნინო მაგრაქველიძეს შრომით დავაში „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი" ეხმარებოდა. სწორედ მათი დახმარებით გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მაგრაქველიძე ამბობს, რომ კლინიკიდან ის ბიულეტენზე ყოფნის დროს, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. თანაც, მაშინვე მოეხსნა კერძო დაზღვევა, რომელიც კიბოს მკურნალობაში ეხმარებოდა:

ნოემბრის 30 რიცხვში ბიულეტენზე ვიყავი. კლინიკიდან დამირეკეს, ხვალ შეკრებაა და უნდა მოხვიდეო. ცუდად ვიყავი და ვერ მივედი. საღამოს თანამშრომელმა კვლავ დამირეკა და მითხრა, რეორგანიზაციაში მოხვდი და ხვალიდან სამსახურიდან გათავისუფლებული ხარო. იქამდე ონკოლოგიას კლინიკის 100%-იანი დაზღვევა მიფინანსებდა, იანვრიდან იაშვილმა ეს დაზღვევაც გამიუქმა და ასე დამტოვა. საყოველთაო დაზღვევაში მინიმალური პაკეტი მქონდა და ონკოლოგიას მინიმალურად მიფინანსებდა, ახლა ქიმიას ჩემი თანხით ვიკეთებ“, - ჰყვებოდა გარდაცვალებამდე ნინო მაგლაქველიძე.

სოლიდარობის ქსელის" განცხადებით, ნინოს კერძო დაზღვევის შეწყვეტის შემდეგ, თვითონ უწევდა თავისი მკურნალობის დაფინანსება, რაც საკმაოდ დიდ თანხას საჭიროებდა: „მას არც საკუთარი შემოსავალი დარჩა, დაავადებაც გაუმწვავდა და კერძო დაზღვევაც მოეხსნა. აღსანიშნავია, რომ კლინიკას იმაზე, თუ რატომ გაათავისუფლეს ეს ადამიანი რეორგანიზაციის პროცესში, სამართლიანი პასუხი არ აქვს, რადგან იაშვილში მუშაობისას, ნინო მაგრაქველიძეს თავისი ავადმყოფობით არ შეუქმნია არანაირი პრობლემა კლინიკის ფუნქციონირებისთვის და არც საყვედური ან გაფრთხილება არ მიუღია".

ლიბერალი“ იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ნინო მაგრაქველიძისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, იგეგმებოდა კერძო დაზღვევის აღდგენა: „თუმცა ტექნიკურად დროში გაიწელა და მის გარდაცვალებამდე ვერ მოესწრო“.

„ჩვენ არავინ დაგვკავშირებია და არც ვიცოდით, თუ კლინიკა კერძო დაზღვევის აღდგენას აპირებდა", - გვითხრა ნინო მაგრაქველიძის შვილმა. 

ასევე, კლინიკის ადმინისტრაციის განმარტებით,  მაგრაქველიძე გათავისუფლების დროს ბიულეტენით არ სარგებლობდა: „შრომითი ურთიერთობა შეწყდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება ხელმოწერილი გახლავთ, როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის მიერ, რაც დასტურდება კლინიკაში დაცული შესაბამისი დოკუმენტაციით. დასაქმებულზე გაცემული იქნა კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით”.

ამავე თემაზე: იაშვილის კლინიკიდან ათეულობით ადამიანი გაათავისუფლეს

ამავე თემაზე: იაშვილის კლინიკის სანიტარი - „დირექტორი თავის სახლს და აგარაკს გვალაგებინებს“
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^