Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქო: სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა

20 მარტი, 2018 22:51

საპატრიარქო სახელმწიფოს „რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფისკენ" მოუწოდებს. 

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქო აღნიშნავს, რომ „ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები".

„სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას“ და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი – 2“- ის  ა.წ.  18 მარტის სიუჟეტი თავისი  უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით  საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა" - ნათქვამია განცხადებაში. 

საპატრიარქოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ფაქტებს „მოყვა ცალკეული მოქალაქეების, „ქართული მარშის“ და ზოგიერთი სასულიერო პირის მკვეთრი  რეაგირება".

„ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს. ამასთან,  მკვეთრ  რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მორწმუნეთ (იქნება ეს ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა) უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ.

გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა  დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან.

ამიტომაც, მივმართავთ მორწმუნეთ, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და საერთოდ ყველას, ძალისხმევა მივმართოთ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს  ქვეყანის  სტაბილურობის  ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

გიორგი გაბუნია: ვთვლი, რომ არავისთან საბოდიშო არ მაქვს, არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას

მას შემდეგ, რაც გაბუნიას მიერ ქრისტეს შესახებ გაკეთებული განცხადების გამო „ქართულმა მარშმა" განაცხადა, რომ მათი „რელიგიური გრძნობები" შეურაცხყვეს, მათ „რუსთავი 2-ის" შენობასთან გაბუნიას მანქანას გზა გადაუკეტეს და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. 

მოგვიანებით, არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ყველა მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც შეილახა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო", ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ გვარამიას საყვედური გამოუცხადეს. 

„თუ ვინმემ ჩემი განცხადებების გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, და ეს პირველად არ მომხდარა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე" - ამის შესახებ „არჩევანის" წამყვანმა, „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ ეთერში განაცხადა. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ განცხადება გაავრცელეს.

თუმცა, მოგვიანებით, განცხადების ბოლო აბზაცი, სადაც საუბარია, რომ ორგანიზაციები მიესალმებიან ტელეკომპანიის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებას, ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე​, განცხადებიდან ამოიღეს. 

NGO-ებმა შეცვალეს განცხადება, რომლითაც გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადებას მიესალმებოდნენ

გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტკრიპტუმში“ თქვა:  „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე, ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად". 

დღეს გაბუნიას განცხადებას საპატრიარქოც გამოეხმაურა და სახელმწიფოს მოუწოდა, „დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა".

საპატრიარქო: სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^