Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი გაბუნია: ვთვლი, რომ არავისთან საბოდიშო არ მაქვს, არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას

20 მარტი, 2018 22:23

„თუ ვინმემ ჩემი განცხადებების გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, და ეს პირველად არ მომხდარა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე" - ამის შესახებ „არჩევანის" წამყვანმა, „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ ეთერში განაცხადა. 

მას შემდეგ, რაც გაბუნიას მიერ ქრისტეს შესახებ გაკეთებული განცხადების გამო „ქართულმა მარშმა" განაცხადა, რომ მათი „რელიგიური გრძნობები" შეურაცხყვეს, მათ „რუსთავი 2-ის" შენობასთან გაბუნიას მანქანას გზა გადაუკეტეს და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. 

მოგვიანებით, არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ყველა მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც შეილახა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო", ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ გვარამიას საყვედური გამოუცხადეს. 

ნიკა გვარამია: ბოდიში ყველა მორწმუნეს, გიორგი გაბუნიას ეთქვა საყვედური

გაბუნიამ „არჩევანის" დღევანდელ ეთერში განაცხადა, რომ საბოდიშო არაფერი აქვს. 

„შესაძლებელია, ვიღაცისთვის ჩემი როგორც ასეთის არსებობაც შეურაცხმყოფელია, ბოდიში ხომ არ უნდა მოვიხადო იმისთვისაც, რომ ვარსებობ? მე ამას არ გავაკეთებ, მე არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას" - თქვა გაბუნიამ.

„ქართული მარშის“ წევრებმა „რუსთავი 2-ის" შენობასთან გიორგი გაბუნიას მანქანას გზა გადაუკეტეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. შეკრებილმა მოქალაქეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს და დააზიანეს ტელეკომპანიის მანქანა, რის გამოც, პოლიციამ 6 პირი დააკავა.

„ქართული მარშის“ აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ განცხადება გაავრცელეს.

თუმცა, მოგვიანებით, განცხადების ბოლო აბზაცი, სადაც საუბარია, რომ ორგანიზაციები მიესალმებიან ტელეკომპანიის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებას, ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე​, განცხადებიდან ამოიღეს. 

NGO-ებმა შეცვალეს განცხადება, რომლითაც გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადებას მიესალმებოდნენ

გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტკრიპტუმში“ თქვა:  „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე, ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^