Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC: გახმაურებულ და რიგით ნარკოდანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომები არაერთგვაროვანია

22 მარტი, 2018 13:41

„საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს განმარტებები, გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი, არსებითად განსხვავდება ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით არსებული სხვა განაჩენების დასაბუთების ხარისხისგან“, - ამის შესახებ ნათქვამია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) ანგარიშში  - ნარკოტიკული დანაშაულის განხილვა სასამართლოში - 2017 წლის ტენდენციები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რიგით სისხლის სამართლის საქმეებში, მოსამართლეთა მიერ, საქმეთა ინდივიდუალური შესწავლისა და კონკრეტული გარემოებების/მტკიცებულებების სათანადო ხარისხით შეფასება არ ხდება.

EMC წერს, რომ 2017 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე გახმაურებულ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეში გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და მნიშვნელოვანი სტანდარტები დაადგინა. თუმცა, როგორც EMC-ის მომზადებული ანგარიში აჩვენებს, ამგვარი სტანდარტის გამოყენება ყველა საქმეში ერთგვაროვნად არ ხდება და მართლმსაჯულება განსხვავებულად ხორციელდება გახმაურებულ და რიგით სისხლის სამართლის საქმეებზე.

EMC-ის შეფასებით, ეს განსხვავება ვლინდება განაჩენთა დასაბუთების ხარისხში, მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლოს არაერთგვაროვან მიდგომებში, სასამართლოს მხრიდან პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების და კრიტიკულად შეფასების პროცესში, საქმის გადაწყვეტისას გამოყენებულ სტანდარტში.

ანგარიშის მომზადების დროს, EMC-იმ შეისწავლა, 2017 წელს, სასამართლოების მიერ გამოტანილი 68 განაჩენი.

დღეს გამართულ პრეზენტაციაზე EMC-ის იურისტის სოფო ვერძეულის თქმით, დავით ხარშილაძის საქმეში, რომელიც არის ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, ასევე მიხეილ თათარიშვილის, პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებული პირის საქმეში ბრალდებულები უთითებდნენ ნარკოტიკების ჩადებაზე, სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოციზია და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

ვერძეულის თქმით, სწორედ ეს გახდა EMC-ისთვის მოტივაცია, რომ შეესწავლათ რამდენად ერთგვაროვანია სასამართლო სისტემის მიდგომები ნარკოტიკული დანაშაულის  განხილვის პროცესში.

„ამ ორ საქმეზე გამოტანუილ განაჩენებთან დაკავშირებით შესაძლოა კითხვაც გაგიჩნდეთ, საქართველოში არის თუ არა დაწერილი, იმდენად განსხვავებული შინაარსის და სტილის განაჩენებია. განსაკუთრებით დავით ხარშუილაძის საქმეში სასამართლო განსაკუთრებით კრიტიკულად აფასებს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებას, მტიკიცებულებების შეფასების დროს იყო ძალიან მკარცი და საბოლოო ჯამში საკმაოდ უარყოფით შეფასებას აძლებს საგამოძიებო ორგანოების მოქმედებას, რის გამოც გამოაქვს გამამართელები განაჩენი“, - ამბობს ვერძეული.

მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ არსებითად განსხვავდება სასამართლოს სისტემის მიდგომა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე და რიგით საქმეებთან მიმართებით.

„სამწუხაროა ის, რომ იკვეთება  შერჩევითი მართლმსაჯურელის ნიშნები, სასამართლო იყენებს სრულიად განსხვავებულ სტანდარტებს იქ, სადაც ბრალდებული ან არის საზოგადოებისთვის ცნობილი პირი ან საქმე საზოგადოებისთვის ან პოლიტიკურად სენსიტიური იყო. მსგავსი სტანდარტი, კრიტიკულობა, დასაბუთება ჩვენ სამწუხაროდ არ შეგვხვედრია  არცერთ რიგით საქმეში არც თბილისში არც რეგიონებში“, - ამბობს ვერძეული.

„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს" - რა წერია დათო ხარშილაძის გამამართლებელ განაჩენში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^