Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაპუნა უგერეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ორი ყოფილი თანამშრომელი ადანაშაულებს

30 მარტი, 2018 17:06

კოალიცია „თანასწორობისთვის" ანგარიშში შესულია თ.თ. და ტ.კ. სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსარჩელეების მიმართ მუშაობის პროცესში არაერთხელ ყოფილა მოსარჩელეთა შევიწროება და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლა. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება.

„სააგენტოს თავმჯდომარე მიმართავდა მოსარჩელეებს ისეთი მეტსახელებით, რომლებიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი „ციყვები“, მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა. საქმეში ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები", - ნათქვამია ანგარიშში.

2017 წლის 17 აპრილიდან მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, რომლის სამართლებრივი საფუძველი გახდა იუსტიციის მინისტრის ბრძანება, სადაც გათავისუფლების მიზეზად მითითებული იყო სააგენტოში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები.

ამ ეტაპზე სარჩელი წარმოებაში აქვს მიღებული ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელეები სარჩელით მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. 

აღნიშნულ თემაზე 27 მაარტს გამოქვეყნებულ საკუთარ Facebook-პოსტში წერს პაპუნა უგრეხელიძე. იგი ანგარიშში ნახსენებ პირებს ეკა მესხიძის (ვინც უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს) მეგობრებად მოიხსენიებს.

„ეკა მესხიძე კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ მეგობარს, რომლებმაც რეორგანიზაციის შედეგად კონკურსში მონაწილეობა არ ისურვეს და ამიტომ გათავისუფლდნენ, თავიანთ შრომით დავაზე „შევიწროვების“ არგუმენტის დამატება ურჩია. ამ დავაზე 2018 წლის 6 მარტს გამოცემული ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს, რომ ის გამონათქვამები, რომლებიც მე თითქოს მათთან გავგზავნე, ჩემი ანგარიშიდან გაგზავნილი არაა..." - აღნნიშნავს უფრეხელიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^